უკრაინული ტანკი Т-84 Оплот

უკრაინული ტანკი Т-84 Оплот, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელის ტანკი რუსეთ-უკრაინის ომში, აღმოსავლეთ მიმართულებაზე.

პირველი მოდიფიკაციის 2 ერთეული ტანკი Т-84

(объект 478ДУ7 და объект 478ДУ2) შემუშავებულია Т-80УД-ს ბაზაზე 1994-1999 წლებში ხარკოვის სატანკო ქარხნის მიერ.

2001-3 წლებში კი დამზადდა გაუმჯობესებული объект 478ДУ9 T-84У Оплот-ის მცირე პარტია 10 ტანკის მოცულობით, რომელიც უკრაინის არმიამ შეიარაღებაში მიიღო.

2000-იანი წლების დასაწყისში ხარკოვის სატანკო ქარხანა ფინანსური კრიზისიდან თავის დასაღწევად პოტენციურ კლიენტებს ტანკის სხვადასხვა კონფიგურაციებს სთავაზობდა. ერთ ერთი ასეთი სპეციალურად თურქეთის ტენდერისთვის 2000 წელს შექმნილი Т-84-120 Ятаган (объект 478Н) იყო, რომელსაც დასავლური სტანდარტის 120 მმ ქვემეხი ჰქონდა.

T-84У Оплот-ზე პირველად უკრაინული ტანკმშენებლობის ისტორიაში დამონტაჟდა ოპტიკურ-ელექტრონული ხარვეზების დამყენებელი კომპლექსი Варта, რომელიც თავის მხრივ რუსული Штора-1 ის ანალოგია.

დინამიური დაცვის სახით ტანკის კორპუსი და კოშკურა დაიფარა უკრაინული წარმოების მესამე თაობის დინამიკური დაცვის კომპლექსით Нож, რომელიც კუმულაციურის გარდა ქვეკალიბრული ჭურვებისგან ნაწილობრივ დაცვასაც უზრუნველყოფს.

T-84У Оплот-ის კოშკურა საბჭოთა ტანკებისთვის დამახასიათებელი ჩამოსხმის მეთოდის ნაცვლად ფოლადის ფურცლების შედუღებით დამზადდა.

ამ შემთხვევაში გამოყენებულია СК-2Ш და СК-3Ш მარკის საჯავშნე ფოლადები.

შემდგომში უკვე 2009 წელს Т-84 Оплот-ის პროექტის გაგრძელებად ბევრად გაუმჯობესებული პერსპექტიული უკრაინული ტანკი БМ Оплот იქცა.

T-84У Оплот

ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები:

საბრძოლო მასა – 47,5 ტონა

ეკიპაჟი – 3 კაცი

სიგრძე/სიგანე/სიმაღლე – 7705-9664 / 3775 / 2215

კლირენსი – 515 მმ

აქტიური დაცვის კომპლექსი – ოპტიკურ-ელექტრონული ინფრაწითელი ხარვეზების დამყენებელი კომპლექსი Варта.

დინამიკური დაცვის კომპლექსი – მესამე თაობის Нож

შეიარაღება – 125 მმ ქვემეხი 2А46М-1

ქვემეხის სიგრძე – 48 კალიბრი

ქვემეხის სტაბილიზატორი – 2Э42

საბრძოლო კომპლექტი – 40 ჭურვი (28 ცალი ავტ. დამტენში) მართვადი რაკეტები – 3УБК14 და Комбат.

დამატებითი შეიარაღება – საზენიტო КТ-12,7 – 450 ვაზნით

და შეწყვილებული КТ-7,62 – 1250 ვაზნის მარაგით.

სამიზნე მოწყობილობები:

მეთაურის უნივერსალური – ПНК-4CR

მემიზნის – 1Г46М

მეთაურის საზენიტო სამიზნე – ПЗУ-7

მემიზნის და მეთაურის – სითბოვიზორული Буран-Катрин-Э

ძრავი – 6ТД-2 – სიმძლავრე 1200 ცხ/ძალა

სიჩქარე – მაქსიმალური 65-75 კმ/სთ

უკან სვლის სიჩქარე – 5 კმ/სთ

სვლის მარაგი – ტრასაზე 540 კმ / უგზოობაზე 350-400 კმ

ტრანსმისია – მექანიკური, პლანეტარული. 7 წინა 1 უკანა სიჩქარით.

დაკიდების სისტემა – ტორსიონალური

…………………………..

ფოტო – მძღოლ მექანიკოსის სამუშაო ადგილი

ფოტო – მეთაურის სამუშაო ადგილი

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑