PT-91 Twardy პოლონური ტანკი

პოლონეთი უკრაინას ლეოპარდებთან ერთად 60 ერთეულ (2 ბატალიონი) PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკს გადასცემს.

2021 წლის მდგომარეობით პოლონეთის სახმელეთო ჯარებს 233 ცალი PT-91 გააჩნდა შეიარაღებაზე.

ტანკი წარმოადგენს საბჭოთა Т-72 ის პოლონური ლიცენზირებული ვარიანტის Т-72М-ის ღრმა მოდერნიზებულ ვარიანტს.

მოდერნიზაციის პროგრამა T-72M1 ის ბაზაზე 1991 წელს პოლონური კომპანიების OBRUM-ის და Bumar Group-ის მიერ დაიწყო. სამოდერნიზაციო პროგრამის საკონსტრუქტორო ნაწილი კომპანია OBRUM-მა შეიმუშავა, უშუალო შესრულება კი ZM Bumar-Labedy-ის ქარხნებში ჩატარდა.

მოდერნიზაცია პრაქტიკულად ყველა მიმართულებას შეეხო, მათ შორის ჯავშანს, ცეცხლის მართვის სისტემას, ძალურ აგრეგატს.

მოდერნიზებულ ტანკზე დამონტაჟდა:

– ახალი ცეცხლის მართვის სისტემა, თავდაპირველად ფრანგული Savan-15T შემდეგ კი პოლონური

SKO-1M DRAWA-T.

ცეცხლის მართვის სისტემა SKO-1M DRAWA-T

– მძღოლ მექანიკოსის მართვის პანელი US-DK-1.

– ლაზერული დასხივების დეტექციის სისტემა PCO SSC-1 Obra-1.

– 12-12 ცალი 81 მმ საკვამლე მორტირა კოშკურის ორივე მხარეს.

– ძრავი: პოლონური PZL-Wola S-12U დიზელის, 850 ცხ/ძალის – 18.5 ცხ/ტონაზე.

– ტანკზე დამონტაჟდა პოლონური დინამიკური დაცვის კომპლექსი ERAWA. თავდაპირველად ტანკზე მხოლოდ პირველი თაობის ERAWA-1 იყო დამონტაჟებული, შემდეგ კი ERAWA-2 ტიპის ახალი გაუმჯობესებული დინამიკური დაცვის კომპლექსიც დაემატა.
შესაბამისად ტანკების საერთო რაოდენობაში დინამიკური დაცვის კომპლექსი ორი კონფიგურაციით გხვდება:

*კონგიფურაცია I – მეორე თაობა 296 ცალი ელემენტით,

204 ERAWA-1 და 92 ERAWA-2. საერთო მასა 2014 კგ.

*კონგიფურაცია II – მესამე თაობა 259 ცალი ელემენტით, 164 ERAWA-1 და 92 ERAWA-2. საერთო მასა 1907 კგ.

ERAWA-ს ბლოკების განლაგება ტანკზე

ტესტირებებმა აჩვენა, რომ შედარებით თანამედროვე ERAWA-2 სხვადასხვა ტიპის კუმულაციური ჭურვების ეფექტურობას 50–70 % ით ამცირებს, ქვეკალიბრული ჭურვების გამტანობას კი 30–40 % ით.

აღსანიშნავია, რომ პოლონურ ტანკზე ERAWA-ს ბლოკები ბევრად ჭკვიანურად და ერგონომიულადაა გადანაწილებული და იგივე საბჭოთა Контакт-1-ისგან განსხვავებით უფრო კარგად ფარავს ტანკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზონებს.

დინამიკური დაცვის ბლოკები დაფარულია 1K2KS და 1KF2KS ტიპის 4 მმ სისქის სპეციალური მშთანთქავი საფარით, რომელიც ტანკის კორპუსის აღმოჩენას მკვეთრად ართულებს ინფრაწითელ (IR) და რადიოლოკაციურ დიაპაზონებში.

საფარი ტანკის კორპუსის 20მ2 ფართობს ფარავს და მისი მასა 1 მ2 ზე 6 კგ ია. რადიოლოკაციური აღმოჩენის საშუალებებისგან ტანკს X და Ku ჯგუფებში

8-16 GHz სიხშირეების დიაპაზონში მომუშავე რადარებისგან იცავს. ტესტირებებმა აჩვენა, რომ სახმელეთო დაზვერვის რადარებისგან ტანკის აღმოჩენის ალბათობა ამ საფარის გამოყენებისას 50-60% ით მცირდება.

– ტანკის შეიარაღება და სავალი ნაწილი ხელუხლებელი დარჩა.

ტანკის ტტმ:

მასა – 45.9 ტონა

სიგრძე – 6.95 მეტრი

სიგანე – 3.59 მეტრი

სიმაღლე – 2.19 მეტრი

ეკიპაჟი – 3 კაცი

ქვემეხი – 125 მმ 2A46 (D-81TM) 42 ჭურვის მარაგით.

დამხმარე – შეწყვილებული 7,62 მმ PKT, 2000 ვაზნით.

საზენიტო ტყვიამფრქვევი – 12,7 მმ NSVT, 300 ვაზნით.

დაკიდების სისტემა – საბაზო ტორსიონალური.

კლირენსი – 395 მმ

საწვავის ავზი – 1000 ლიტრი.

სვლის მარაგი – 650-700 მმ

მაქსიმალური სიჩქარე – 60 კმ/სთ.

P.S. ბრძოლის ველზე პოლონური PT-91 Twardy დაახლოებით რუსული, 2016 წლის კონფიგურაციის Т-72Б3 ის დონის ტანკია.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑