А-50У არის საბჭოთა A-50 ის მოდერნიზებული ვარიანტი და კლასიფიცირდება როგორც “შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი”
რუსულად – ДРЛО.
ინგლისურად – AWACS.
წარმოადგენს ამერიკული E-3 Sentry AWACS-ის პირდაპირ ანალოგს.

აღსანიშნავია, რომ А-50 დაპროექტებულია ქართველი გიორგი ბერიევის (ბერიაშვილის) სახელობის ტაგანროგის საავიაციო კვლევით ბიუროში. აქტიურ ექსპლუატაციაშია 1985 წლიდან.
რუსეთის საჰაერო ძალებს სულ 9 ერთეული А-50 ჰყავდა, აქედან 6 იყო А-50У.
თვითმფრინავის პირდაპირი დანიშნულებაა მშვიდობიან ან საომარ პირობებში მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში რადიოტექნიკური დაზვერვის წარმოება.
საჰაერო ტაქტიკური ოპერაციების მართვა ან მხარდაჭერა.
ბელორუსში ჯერ კიდევ ომამდე გადასროლილი A-50 უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმებისას პოტენციური სამიზნეების გამოსავლენად, საფრენი აპარატების ცენტრალიზებული მართვის და ზოგადად უკრაინის ტერიტორიის რადიოტექნიკური დაზვერვისთვის გამოიყენებოდა.
თვითმფრინავი აგებულია მძიმე სატრანსპორტო Ил-76МД ს ბაზაზე.
მასზე დამონტაჟებულია Шмель-М ტიპის რადიოტექნიკური დაზვერვის, მართვის და ინფორმაციის დამუშავების სისტემა, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია 10,5 მეტრი დიამეტრის და 2 მეტრი სიმაღლის დისკოს ფორმის რადიოლოკატორი, რომელიც ფიუზელაჟის ზემოდან ორი პილონითაა დამაგრებული.

რადიოლოკატორი სამკოორდინატიანია და მუშაობს სანტიმეტრულ დიაპაზონში. აქვს პასიური რადიოპელენგაციის ფუნქციაც.
მოდერნიზებულ А-50У ზე მთლიანადაა განახლებული და გაციფრულებული მართვის და ინფორმაციის გადამუშავების ელექტრონული სისტემა. დამონტაჟებულია თანამედროვე დასავლური წარმოების კომპიუტერები და თხევადკრისტალური მონიტორები.

თვითმფრინავს აქვს საბორტე რადიოელექტრონული და ოპტიკური ხარვეზების დამყენებელი სისტემები.
ტექნიკური და საფრენოსნო მონაცემები:
სიგრძე – 48,27 მეტრი
ფრთის გაქანი – 50,5 მეტრი
ფიუზელაჟის დიამეტრი – 4,8 მეტრი (მაქსიმალური)
ფრთის ფართობი – 300 მ2
მაქსიმალური ასაფრენი მასა – 190 000 კგ
საწვავის მოცულობა – 109 480 ლიტრი
დატვირთვა ფრთაზე – 633 კგ/მ2-ზე.
ეკიპაჟი- 5 კაცი
ტექნიკური პერსონალი – 10-11 კაცი
კრეისერული სიჩქარე – 800 კმ/სთ
ფრენის პრაქტიკული მანძილი – 7500 კმ
ფრენის ხანგრძლივობა – 9,3 სთ.
პატრულირების ხანგრძლივობა 1000 კმ-მდე მანძილზე – 4 საათი საწვავის ერთი გაწყობით (7 სთ საწვავის დამატებით).
ფრენის ჭერი – 12 კმ
საბორტე რადიოლოკაციური და ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის სისტემების მუშაობის მანძილები:
:საჰაერო სამიზნეები:
– ბალისტიკური რაკეტა – 800 კმ (ფიქსირდება ძრავიდან გამოტყორცნილი ცეცხლის ალის ნათებით)
– სტრატეგიული ბომბდამშენი – 650 კმ
– გამანადგურებელი – 300 კმ
– ფრთოსანი რაკეტა (1მ² RCS ით)- 215 კმ
:სახმელეთო მიზნების აღმოჩენა:
– ბალისტიკური რაკეტის გამშვები – 300 კმ
– სატანკო კოლონა – 250 კმ
– საზღვაო ხომალდი (250მ² RCS ით) – რადიოჰორიზონტის ზღვარზე ( 5 კმ სიმაღლიდან 290 კმ/
10 კმ სიმაღლიდან 412 კმ)
ერთდეოულად გაცილებადი საჰაერო სამიზნეების რაოდენობა – 300
სადაზვერვო სისტემების სამუშაო დიაპაზონები:
რადიოტექნიკური დაზვერვა – 0,5~18 გიგაჰერცი.
რადიოდაზვერვა – 50~500 მეგაჰერცი.
*შეუძლია დააფიქსიროს და გადაიჭიროს სხვადასხვა სიმძლავრის რადიოსადგურების სიხშირეები და მობილური ტელეფონები, გამოთვალოს გადამცემების კოორდინატები.
ერთდროულად მართვადი საკუთარი გამანადგურებლების რაოდენობა – 12 დან 30 მდე.
Leave a comment