ჯავშანმანქანა Дозор-Б შემუშვებულია ხარკოვის მოროზოვის სახელობის ჯავშანსატანკო ქარხნის მიერ 2004-6 წლებში თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მანქანის სერიული წარმოება მხოლოდ 2014 წელს, აუკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადაწყდა. 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილებით მანქანის წარმოება ლვოვის ჯავშანსატანკო ქარხანაშიც უნდა დაწყებულიყო თუმცა ძრავის მომწოდებელთან არსებული პრობლემის გამო წარმოების დაწყება დაგვიანდა. გარდა ამისა პირველი ნიმუშები რომელიც სამხედრო კომისიამ გამოსცადა დამზადებული იყო უკრაინული წარმოების Сталь 71 მარკის ფოლადის ფურცლებისგან, რასაც ბევრი მინუსი აღმოაჩნდა, განსაკუთრებით კი მეტალის დაძაბულობის და უხარისხო შედუღების კუთხით. რის შემდეგაც შემდეგი საცდელი პარტიის დამზადება ლვოვის ქარხანამ პოლონური წარმოების Armstall 500 ტიპის ჯავშანფურცლებისგან დაიწყო. თუმცა ამ პარტიაშიც სამხედროების კომისიამ 49 შეუსაბამობა დაადგინა, რის შემდეგაც მანქანის წარმოება დროებით შეჩერდა. არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია რომ ბზარები გამოვლინდა აღნიშნული პოლონური ფოლადის კორპუსებშიც თუმცა მერე გამოსწორდა. 2015 წლის დეკემბერში „უკრაბარონპრომმა“ მემორანდუმი გააფორმა ჩეხურ სახელმწიფო კომპანია VOP CZ s.p-სთან, მანქანის მოდერნიზაციის და დასავლურ სტანდარტებთან ადაპტირებისთვის ჩასატარებელი სამუშაოების განხორციელებისთვის ჩეხ სპეციალისტებთან ერთად. ასევე შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატების მისაღებად.
2016 წლის ივლისში 95-ე აერომობილურმა ბრიგადამ პირველი 10 ერთეული Дозор-Б შეიარაღებაში მიიღო, რომელიც ამ ეტაპზეც აქტიურ ტესტირებას გადის.
2014 წლის მდგომარეობით ერთი მანქანის ღირებულება 110 000 დოლარია სტანდარტულ კონფიგურაციაში.
მანქანის ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობას ცილინდრული ფორმა განაპირობებს, რამაც თეორიაში აფეთქების ენერგია უნდა გაფანტოს. კორპუსის შიგნით გამოკრულია კევლარის ნამსხვრევსაწინააღმდეგო სარჩული.

მანქანას აქვს დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა ტელესკოპური ამორტიზატორებით.
საბურავები გამოყენებულია Michelin 365/20 XZL MTP TL ტიპის, ზომით 295/80 R22,5 და 335/80 R20.
ავტომატური დაბერვის სისტემა უზრუნველყოფს საბურავში წნევის რეგულირებას 1 დან 4 კგ/სმ2-მდე.

ძრავი
არსებულ მოდელებზე დამონტაჟებულია 4 ტაქტიანი, 4 ცილინდრიანი DEUTZ BF4M 1013FC ტიპის გერმანული ძრავები. სიმძლავრით 190 ცხ.ძალა, რაც უზრუნველყოფს ყოველ ერთ ტონაზე 22,35 ცხენის ძალას.
ტრანსმისია
Allison 1000LCT ხუთ სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
ტტმ:
ეკიპაჟი – 3 კაცი
დესანტი – 6-8 კაცი
სიგრძე ჯალამბარით – 5600 მმ
მანქანის სიგრძე – 5400
სიგანე – 2400 მმ
სიმაღლე – 2280 მმ
მანძილი ღერძების ცენტრებს შორის – 3100 მმ
სიგანე ბორბლების ცენტრებს შორის – 1950 მმ
კლირენსი – 400 მმ
მანქანის საბრძოლო მასა – 6.3 ტონა
ავზის ტევადობა – 146 ლიტრი
სვლის მარაგი – 700 კმ
საწვავის მოხმარება – 200 გრამი 1 კვტ/საათზე.
სიჩქარე ტრასაზე – 90 კმ.სთ
სვლის მარაგი ტრასაზე – 750 კმ
დაძლევადი აღმართი – 30 გრადუსი
გადალახვადი წინაღობა – 40 სმ სიმაღლის
გადალახვადი წყლის წინაღობის სიღრმე – 1,5 მეტრი.





საერთო ჯამში უნდა ითქვას რომ უკრაინული Дозор-Б ძალიან კარგი გათანაწყობის და ზოგადი აგებულების მქონე მანქანაა, მისი ერთადერთი ხელშესახები მინუსი წარმოების დაბალი ხარისხია.
Leave a comment