2023 წლის 24 თებერვალს პოლონეთმა უკრაინას პირველი 4 ერთეული Leopard-2A4 ტიპის ტანკი გადასცა.
ასეთივე მოდიფიკაციის “ლეოპარდების” გადაცემა დაგეგმილია სხვა ქვეყნებიდანაც და საერთო ჯამში მათი რაოდენობა რამდენიმე ათეული მაინც იქნება…
ფოტო-ვიდეოდან მარტივად შესამჩნევია, რომ ეს ტანკები საბაზო მოდიფიკაციის A4 მოდელებია, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებს თითქმის ვერცერთ ასპექტში ვეღარ პასუხობს.
ზოგადი ინფორმაციისთვის უნდა იცოდეთ, რომ Leopard-2A4 ის ჯავშანდაცულობის და კონსტრუქციაში არსებული სერიოზული პრობლემები ცალკე საკითხია და დეტალურ განხილვას საჭიროებს.
შედარებით მოკლედ კი შეიძლება ითქვას, რომ:
ეს ტანკები Leopard-2A4 ის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მოდელები იყო პოლონეთის შძ-ში. წარმოებულია 1985-87 წლებში და მათზე გამოყენებულია შეჯავშნის B მეთოდი, რომელიც შემდგომ C და D მეთოდებთან შედარებით ბევრად დაბალტექნოლოგიურად ითვლება.

ტანკის კორპუსის ფსკერულ ნაწილს აქვს სიმყარის პრობლემები, კერძოდ ტორსიონების სამაგრ წერტილებში. შესაბამისად ტანკის დამძიმება მაქსიმუმ 60 ტონამდეა შესაძლებელი, ამან განსაკუთრებით იჩინა თავი პოლონეთში ამ ტანკების Leo-2A4PL ის დონემდე მოდერნიზაციის პროცესში.
ტანკი საკმაოდ სუსტია ჯავშანდაცულობის მიმართულებითაც. ამ კუთხით Leopard-2A4 ჩამოუვარდება არათუ მოდერნიზებულ რუსულ Т-72Б3-ს, არამედ პოლონურ T-72M1 და PT-91 Twardy-საც.
ფრონტალურ პროექციაში ლეოპარდის ამ მოდელის ჯავშანდაცულობა დადასტურებულად არის:
-კორპუსი ქვეკალიბრულების წინააღმდეგ – 350 მმ
-კორპუსი კუმულაციურის წინააღმდეგ – 700 მმ
-კოშკურა ქვეკალიბრულების წინააღმდეგ – 350 მმ
-კოშკურა კუმულაციურის წინააღმდეგ – 700 მმ
კრიტიკულად სუსტია ტანკის კორპუსის და კოშკურის ბორტის შეჯავშნაც.

ეს ყოველივე კარგად გამოჩნდა 2016-17-18 წლებში ჩრდილოეთ სირიაში, როდესაც თურქეთის არმიის კუთვნილი მთლიანობაში 20 ერთეულამდე Leopard-2A4 ქურთმა მებრძოლებმა Конкурс და Фагот-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით გაანადგურეს. დაფიქსირდა საბჭოთ ტანკების მსგავსად საბრძოლო-კომპლექტის დეტონაციის და კოშკურის მთლიანად მოგლეჯვის შემთხვევებიც.


ამ მოცემულობაში Leopard-2A4 ები საკმაოდ ადვილად გასანადგურებელი ტანკია რუსული არმიის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, როგორიცაა: 9М133 Корнет, 9М113 Конкурс, 9М131 Метис-М, 9М120 Атака, 9М127 Вихрь და სხვა.
ლულიდან გასაშვები სატანკო მართვადი რაკეტები: 9М112 Кобра და 9К119М Рефлекс-М.
ასევე სატანკო ქვეკალიბრული გასროლებით Манго და Свинец-1/2.

ტანკის ზოგადი ტტმ:
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე : 9.67/3.70/2.79 მეტრი
საბრძოლო მასა – 55,2 ტონა
ძრავა- 1500 ცხ/ძალის V12, MTU MB-873-Ka501.
საწვავის მარაგი – 1160 ლიტრი
სვლის მარაგი – 550 კმ
მაქსიმალური სიჩქარე – 68 კმ/სთ
ეკიპაჟი – 4 კაცი
შეიარაღება – Rh-120 L/44 120 მმ კალიბრიანი 44 კალიბრი სიგრძის ქვემეხი
ჭურვების მარაგი – 42 ცალი
ჯავშანდაცულობაში არსებული სუსტი მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად გამოსწორებადია ტანკზე სხვადასხვა ტიპის ჯავშანპანელების, დინამიკური დაცვის კომპლექტების და აქტიური დაცვის დამონტაჟების შემთხვევაში.

ბუნებრივია, რომ პოლონეთიდან მიწოდებული ტანკები არ არის აღჭურვილი არც დინამიკური და არც აქტიური დაცვის სისტემებით, თუმცა ამის გამოსწორება შეუძლიათ უკრაინელ ტანკმშენებლებს, რომლებსაც ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება აქვთ.
კერძოდ ამ ტანკებზე უკრაინაში შესაძლებელია დამონტაჟდეს უკრაინული წარმოების დინამიკური დაცვის სისტემები Дуплет და Нож.
ასევე აქტიური დაცვის სისტემა Заслон.
ასევე სხვადასხვს ტიპის კომპოზიტიური ჯავშნის პანელები.
ძრავი და სავალი ნაწილის ტვირთამწეობა ტანკის კიდევ 3-4 ტონით დამძიმების საშუალებას იძლევა.
Нож ის და Дуплет ის ტიპის დინამიკური დაცვის კომპლექტები აქტიურადაა გამოყენებული უკრაინული წარმოების ტანკებზე – Т-64 БМ Булат, Т-84, БМ Оплот, T-64 და T-72 ების მოდერნიზაციის სხვადასხვა ვარიანტებზე.


დინამიკური დაცვის სისტემა Нож ამ სისტემების III თაობას განეკუთვნება და გათვლილია როგორც კუმულაციური ასევე ქვეკალიბრული ჭურვების შეკავებაზე.
კომპლექსის მოდულური ელემენტები:
ХСЧКВ-34 ზომები 250×125×36 მმ, მასა 2,8 კგ.
ХСЧКВ-19 ზომები 250×125×24 მმ, მასა 2,1 კგ.




პანელებში მოთავსებულია ჰექსოგენის შემცველი პროფილირებული წაგრძელებული ფორმის კუმულაციური მუხტები, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის მოხვდრისას აქტიურდება და საპასუხო ჭავლით აზიანებს მას.
Дуплет თავის მხრივ Нож-ის გაორმაგებულ, ორ შრიან ვარიაციას წარმოადგენს და მისი დაცულობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია. მასზე გამოიყენება ახალი ტიპის პანელები:
ХСЧКВ-19П – 2,2 კგ
ХСЧКВ-34П – 3,2 კგ.
არსებობს ХСЧКВ-19A და ХСЧКВ-34A ტიპის დამსუბუქებული 1,4 და 1,8 კგ-იანი პანელებიც, სადაც სპილენძის გარსიანი კუმულაციური პროფილები შეცვლილია ალუმინის გარსიანი პროფილებით.







სპილენძის ХСЧКВ-34 პანელები.


………..
რაც შეეხება Заслон-ის ტიპის აქტიური დაცვის სისტემას.
შემუშავებულია კვლევითი ცენტრი МИКРОТЕК-ის მიერ. წარმოადგენს ჯავშანმანქანის ბორტზე და კოშკურაზე დასამაგრებელ ავტონომიურ მოდულებს, რომელშიც მოთასებულია ცილინდრული ელემენტები. ელემენტებში გაერთიანებულია მსხვრევადი მუხტი და მინიატურული რადიოლოკაციური სადგური.


კომპლექსის ჩართვის შემდეგ ელემენტებში არსებულ მცირე რადარი ელექტრომაგნიტურ ტალღებს 2-2,5 მეტრის მანძილზე ასხივებს. ტანკსაწინააღმდეგო ჭურვის მიახლობისთანავე კი 0,001-0,005 წამი სიჩქარით მსხვრევადი მუხტი დეტონირდება. წარმოქმნილი ნამსხვრევები ტანკის ძირითად ჯავშანთან მიღწევამდე ჰაერში ანეიტრალებს ქვეკალიბრულ, კუმულაციურ, ფუგასურ ჭურვებს, ასევე დარტყმითი ბირთვის ტიპის ბორტსაწინააღმდეგო ჯავშანგამტან სხეულებს.

ერთი მოდულის მასა 50 ან 130 კგ-ია.
თითოეული ელემენტის დაცული კუთხე 150° X 150°-ზე.

P.S. Leopard-2A4 ტანკებზე ამ ორივე სისტემის კომბინირებულად დაყენებით ბრძოლის ველზე ტანკების გადარჩენის ალბათობა 50-60 % ით გაიზრდება.

აღსანიშნავია რომ სირიაში მიღებული გამოცდილებით თურქეთმა წამოიწყო საკუთარი Leopard-2A4 ების მოდერნიზაციის დიდი პროგრამა TİYK-LEO 2A4, რომლის მიხედვითაც 280 მდე ტანკზე სწორედ უკრაინული Заслон-ის თურქული ლიცენზირებული ვარიანტი PULAT-ის კომპლექსი დამონტაჟდება. ძირითადი ჯავშანი კი T1 ტიპის ჩამოსაკიდი საჯავშნე პანელებით გაძლიერდება.


Leave a comment