მოკლედ ჰაერსაწინააღმდეგო ან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაზე.
უკრაინაში 4 მაისს რუსული აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 Кинжал-ის ჩამოგდების შემდეგ ინტერნეტში ისტერიულად გაჩნდა იქაური და აქაური რუსი პროპაგანდისტების კომენტარები, თითქოსდა ჩამოგდების ფაქტი ტყუილია და ამერიკული Patriot-ის საზენიტო სისტემა “კინჟალის” ჩამოგდებას ვერ შეძლებდა მისი მაღალი სიჩქარეების გამო. ასევე მოჰყავთ ამ ორი რაკეტის სიჩქარეებიც MIM-104 PAC-2/PAC-3 მოდიფიკაციის რაკეტების 4.1 მახი (5022 კმ/სთ) და რუსული კინჟალის 10-12 მახი (14688 კმ/სთ-მდე), ამიტომ “პეტრიოტის” რაკეტა რუსულ “კინჟალს” ვერ უნდა დაწეოდაო……

რეალურად კი ამ კომენტარების ავტორებს არანაირი წარმოდგენა არ აქვთ თუ როგორ მუშაობენ რაკეტსაწინააღმდეგო ან ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ.
საჰაერო თავდაცვის საზენიტო რაკეტები სხვადასხვა საფრენი აპარატების ან ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ (თვითმფრინავი/ვერტმფრენი/ფრთოსანი რაკეტა) დაფრინავენ შემხვედრი ტრაექტორიით ან სამიზნეზე დადევნებით. დადევნების შემთხვევაში საზენიტო რაკეტა მაღალი სიჩქარით მარტივად ეწევა ბევრად დაბალი სიჩქარით მფრენ პილოტირებად ან უპილოტო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს და ასევე დაბალი სიჩქარით მფრენ ფრთოსან რაკეტებს.

ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ კი საქმე სხვანაირადაა, ამ შემთხვევაში რაკეტსაწინააღმდეგო ან რაკეტსაწინააღმდეგო თვისებების მქონე საზენიტო რაკეტები ბალისტიკურ და აერობალისტიკურ სამიზნეებს მხოლოდ შემხვედრი კურსით ანადგურებენ, ამიტომ მასზე დაწევა და უფრო მაღალი სიჩქარეები არ ჭირდებათ.
ფრენის ტრაექტორიის შუა და საბოლოო ეტაპებზე ბალისტიკური რაკეტების სიჩქარეები უმეტეს შემთხვევებზე ბევრად აღემატება საზენიტო/რაკეტსაწიანაღმდეგო რაკეტების სიჩქარეებს.
ამიტომ აქ წინა პლანზე გადმოდის სარაკეტო მიზნების ადრეული აღმოჩენის რადარების ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ცეცხლის მართვის სისტემების და თვითონ ანტირაკეტების დამიზნების და ნავიგაციის სისტემების სიზუსტეები. ადრეული აღმოჩენის რადარები სხვადასხვა სიშორის ბალისტიკურ სამიზნეებს კომბინირებულად რამდენიმე წერტილიდან ფრენის საწყის და შუა ეტაპებზე განუწყვეტლად აკონტროლებენ და გამოითვლიან მათი შესაძლო დაცემის წერტილებს.

ამის მიხედვით სხადასხვა სისტემის ანტირაკეტები სამიზნეს ფრენის შუა ან ბოლო ეტაპზე ანადგურებენ.
შესაბამისად ამერიკული “პეტრიოტის” ანტისარაკეტო კონფიგურაციის მქონე დივიზიონებში შედის ახალი AN/MPQ-65 ტიპის ფაზირებულცხაურიანი რადიოლოკაციური სადგური ბალისტიკური სარაკეტო სამიზნეების აღმოჩენა კონტროლისთვის.
ასევე Patriot PAC-3 მოდიფიკაციის ERINT-ის ტიპის ანტირაკეტებს დამატებით აქვთ Ka ჯგუფის მცირეგაბარიტული რადიოლოკატორი, რომელსაც რაკეტა ბალისტიკურ სამიზნესთან შემხვედრ კურსზე უზუსტესად გაჰყავს. შედეგად რაკეტის საბრძოლო მუხტი უკუდურესადაა შემცირებული და სამიზნეს პირდაპირი დაჯახებით hit-to-kill მეთოდით ანადგურებს.

ამას გარდა თვითონ რაკეტაც უკიდურესაც მაღალმანევრულია , რასაც რაკეტის კორპუსის წინა ნაწილში 180 ცალი ელემენტით აღჭურვილი სისტემა ACM (Attitude Control Motors) ის არსებობა უზრუნველჰყოფს. ACM რაკეტის მართვის იმპულსურ-გაზოდინამიკურ საჭის სისტემას წარმოადგენს.

სხვადასხვა ბალისტიკური სამიზნეების გასანადგურებლად სწორედ ასეთ შემხვედრი კურსით მუშაობენ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები: RIM-161 Standard Missile 3 (SM-3), THAAD, Patriot PAC-2 GEM+, PAC-3.
რუსული: A-135 Амур ანტირაკეტებით А-925 (51Т6), 53Т6 (ПРС-1). С-300В-ს 9М82 ტიპის ანტირაკეტები, С-400 ის 40Н6Е ტიპის რაკეტები, С-500 ის ანტისარაკეტო სისტემის 77Н6-Н ტიპის რაკეტები და ასე შემდეგ.
* სურათებზე მოცემულია ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტების/გლაიდერების წინააღმდეგ სხვადასხვა დონის ანტირაკეტების მოქმედების ტრაექტორიები.
Leave a comment