2023 წლის ივნისის თვეში უკრაინაში ძველი ამერიკული M-106 ტიპის საარტილერიო ჭურვები გამოჩნდა, რომელიც აშშ-მა უკრაინას საბჭოთა 2C7 Пион ის ტიპის თვითმავალი ქვემეხებისთვის მიაწოდა.

M-106 ებს აშშ ის არმია ბუქსირებადი M-115 და თვითმავალი M-110 ტიპის ქვემეხებზე იყენებდა.
M-115 დან ამ ჭურვის სროლა მაქსიმალურ 16 926 მეტრზე შეიძლება.

საქმე იმაშია, რომ საბჭოთა 2С7 Пион ის 2А44 ტიპის ქვემეხი 203,4 მმ კალიბრისაა. ამერიკული M-115 და M-110 კი 203,2 მმ კალიბრის, შესაბამისად მათი ჭურვის სროლა საბჭოთა “პიონიდან” ჩვეულებრივი ამბავია. აქ მთავარია რა ტიპის და რა სიმძლავრის მუხტებს იყენებენ უკრაინელი არტილერისტები, დენთის მუხტის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ლულის გახეთქვაც გამოიწვიოს.
90,7 კგ იან M-106 ტიპის ჭურვზე M-2 ტიპის კარტუზული დენთის მუხტი გამოიყენებოდა.
2С7 პიონის საშტატო გასროლებზე კი გამოიყენება შემდეგი მუხტები:
1) გასროლა 3ВОФ34 – 43,2 კგ მუხტი 4-з-2.
2) აქტიურ-რეაქტიული გასროლა 3ВОФ35 – 43,2 კგ მუხტი 4-з-2.
3) გასროლა 3ВОФ42 – 25 კგ მუხტი 4-з-3.
შედარებისთვის “პიონის” 203,4 მმ ჭურვი 3ОФ43 110 კგ-ს იწონის. 3ОФ44 კი 102 კგ-ს.
Leave a comment