რას წარმოადგენს რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომში ძალიან აქტიურად გამოყენებადი საჯარისო ტაქტიკური დონის ავტონომიური ოპტიკურ-ელექტრონული თვალთვალის კომპლექსი Муром, რომელსაც ხშირად ანადგურებენ უკრაინული კამიკაძე დრონები.

ავტონომიური ოპტიკურ-ელექტრონული თვალთვალის კომპლექსი Муром შემუშავებულია უსაფრთხოების და დაცვის სისტემების მწარმოებელი რუსული კომპანია СТИЛСОФТ-ის მიერ.
სისტემის პირდაპირი დანიშნულებაა დასაცავი ობიექტის გარე პერიმეტრის კონტროლი, ჯარების თავმოყრის რაიონის მიმდებარე სივრცის კონტროლი, ბრძოლის ველის თვალთვალი, სხვადასხვა ტიპის რელიეფზე ცოცხალი ძალის და სხვადასხვა მოძრავი ტექნიკის აღმოჩენა 10 კმ-მდე მანძილზე.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გამოიყენება Муром 1 СВ მოდიფიკაციაში, ФСБ-ს ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების მიერ კი გამოიყენება მოდიფიკაცია Муром-П.

კომპლექსი შესაძლებელია ერთდროულად დაკომპლექტებული იყოს როგორც ოპტიკური დაზვერვის ასევე სახმელეთო დაზვევის მცირეგაბარიტული რადიოლოკატორითაც.
სისტემა Муром ავტონომიურ რეჟიმში ენერგიას მზის პანელიდან იღებს, რომელიც ენერგომომარაგების აკუმულატორს ტენის.

კომპლექტაციაში შედის:
ანძა – СТС-10903 (სიმაღლე 5,2 მეტრი)
სამანქანო დაბალი ანძა – СТС-10901
360° იანი მაბრუნი მოწყობილობა – СВК-881
შორის დაკვირვების ვიდეოკამერა – СВК-8083
სითბური კამერა – СВК-8815М
12V/24V კვების ბლოკი – БПМ24
კავშირის კონტროლერი – СТС-507
დამტენი მოწყობილობა – ЗУ-943М
რეტრანსლატორი – СТС-931Р
გადამცემი ბლოკი – БРМД-К

ძირითადი ტტმ:
კომპლექსის სრული მასა – 680 კგ
მომსახურე პერსონალი – 3 კაცი
აღმოჩენის მანძილი ვიდეოკამერით :
-ადამიანი – 10000 მეტრი
-ავტომანქანა – 10000 მეტრი
აღმოჩენის მანძილი სითბოვიზორით:
-ადამიანი – 2700 მეტრი
-ავტომანქანა – 6900 მეტრი
ვიდეოკამერის ხედვის სექტორი:
-ჰორიზონტალური – 360°
-ვერტიკალური – ±45°
ვიდეოგამოსახულების გაფართოება:
-ვიდეოკამერა – 2592х1944 პიქსელი
-სითბოვიზორი – 384х288 პიქსელი
რადიოსარელეო გადაცემის მანძილი – 8 კმ
მონაცემთა გადაცემის სიჩქარე – 40 მბ/წმ
რადიოგადაცემის სიხშირეები:
-ბლოკი БРМД-К – 433 მეგაჰერცი
-კავშირის კონტროლერი СТС-507 – 5 გიგაჰერცი
მზის პანელის სიმძლავრე – 400 ვატი
საექსპლუატაციო ტემპერატურული დიაპაზონი: -40° +50°
Leave a comment