უკრაინაში გამოჩნდა CAESAR 8X8 (CAESAR 2) ტიპის ულტრათანამედროვე თვითმავალი ჰაუბიცები, რომელიც დანიამ მიაწოდა. სულ დანიიდან 19 ასეთი ჰაუბიცის მიწოდებაა დაგეგმილი.
CAESAR 8X8 შემუშავებულია ფრანგული სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების მწარმოებელი გიგანტი კონცერნის Nexter Systems-ის მიერ.
მოდიფიკაცია აგებულია Tatra T815-7 8×8 ტიპის ახალ შასიზე და აქვს ღრმად მოდერნიზებული საბრძოლო ნაწილი, ავტომატიზირებული დამტენი მექანიზმით და ახალი ცეცხლის მართვის სისტემით.

სისტემას აქვს სრულფასოვანი 6 ჭურვიანი MRSI რეჟიმით სროლის შესაძლებლობა.
შეუძლია რამდენიმე ათეული სხვადასხვა ტიპის 155 მმ ჭურვის გასროლა, მათ შორის 55 კმ-ზე ისვრის ახალი თაობის გაზრდილ მანძილზე მოქმედ VLAP ჭურვებს.

საბრძოლო მასა – 32 ტონა
სიგრძე – 12,3 მეტრი
სიგანე – 3,1 მეტრი
სიგანე – 2,8 მეტრი
სიჩქარე – 90 კმ/სთ
სვლის მარაგი – 600 კმ
ეკიპაჟი -3-5 კაცი
ქვემეხის კალიბრი – 155 მმ
ქვემეხის სიგრძე – 52 კალიბრი
სროლის მანძილი – 42 / 55 კმ
ჭურვების მარაგი – 36 ჭურვი
სწრაფსროლა – 6 გასროლა/წთ
აქამდე უკრაინას შეიარაღებაში ჰყავდა საფრანგეთისგან მიწოდებული ძველი მოდიფიკაციის CAESAR-1, Unimog U2450L 6×6-ის შასიზე.
Leave a comment