ერთ-ერთ ვიდეოზე მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ უკრაინელები დანაღმული ველების გასაწმენდად უახლეს რუსულ სატანკო ნაღმსაწინააღმდეგო ტრალებს, ТМТ-С-ებსაც იყენებენ, რომლებიც სავარაუდოდ ომის დროს ალაფად ჩაიგდეს ხელში.


ტრალი ТМТ-С ჩელიაბინსკის მანქანათმშენებელმა ქარხანამ 2000-2005 წლებში შეიმუშავა, 2007 წლიდან კი წარმოება დაიწყო. რუსულმა ჯარმაც 2007 წლიდან მიიღო შეიარაღებაში.
სავარაუდოდ ომის რომელიმე ეტაპზე უკრაინელებმაც ჩაიგდეს ხელში.

ტრალის მგორავი ნაწილი შედგება 3,9 მეტრის სიგანეზე, ორ მწკრივად განაწილებული 15 ცალი გორგოლაჭისგან, რომლებიც 4 მეტრი სიგანის კორიდორში ზემოქმედებს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე.
ტრალი ასევე აღჭურვილია ელექტროამფეთქების და დეტონატორების ელექტრომაგნიტური ინიცირების ანტენებით და ბორტსაწინააღმდეგო ნაღმების ნაადრევი მაინიცირებელი სისტემით.

ტტმ:
ტიპი – სატანკო მგორავი ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი
შემუშავების წლები – 2000-2005
შეიარაღებაში მიღების წელი – 2007
თავსებადი მანქანები: საინჟინრო გამნაღმველი მანქანები БМР-3, БМР-ЗМ. ტანკები Т-72А, Т-72Б, Т-80БВ, Т-80У, Т-90, Т-90С.
ზემოქმედების სიგანე და სიგრძე:
15 გორგოლაჭიანი მგორავი ნაწილი დაწოლითი ან შეხებითი მოქმედების ფსკერსაწინააღმდეგო და მუხლუხოსაწინააღმდეგო ნაღმებზე – 3,9 მეტრი სიგანე.
ბორტსაწინააღმდეგო ნაღმები – 100 მეტრი სიგრძე.
ელექტრომაგნიტური ზემოქმედება – 4 მეტრი სიგანე/სიგრძე.
ტრალის სრული მასა – 13 ტონა
დაწოლა გრუნტზე – 1900 კგ
სამუშაო სიჩქარე გატრალვისას – 15 კმ/სთ
გარანტირებული რესურსი – 700 კმ
აფეთქებამედეგობის რესურსი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე:
– 15 ცალი ТМ-57.
– 6 ცალი ТМ-62.
ტანკზე მონტაჟის დრო – З საათი და 35 წთ.
ავარიული ჩახსნის დრო – 30 წმ.
მაქსიმალური აღმართი – 20°
მაქსიმალური დაგვერდება – 15°
Leave a comment