2023 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დახმარების მორიგი პაკეტით აშშ უკრაინას პირველად მიაწვდის М-864 ტიპის 155 მმ კალიბრიან კასეტურ საარტილერიო ჭურვებს.
ჭურვები დაკომპლექტებულია 72 ცალი ორი სახეობის ორმაგი მოქმედების მსხვრევად-კუმულაციური სუბელემენტით (24 ცალი M46 და 48 ცალი M42 ტიპის კასეტური მსხვრევად-კუმულაციური ორმაგი მოქმედების სუბელემენტი).

DPICM (Dual-purpose improved conventional munition) ტიპის კასეტური ელემენტები პრაქტიკაში ეფექტურია მსუბუქი ჯავშანტექნიკის, ავტოტექნიკის და ქვეითების გასანადგურებლად.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სუბელემენტებს არ აქვთ თვითლიკვიდატორი, რაც მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციებისთვის შეთავსებელს ხდის.
გაფანტვის შემდეგ სუბელემენტების სტაბილურ დაშვებას უზრუნველყოფს მასზე გამობმული ნეილონის ლენტი, რომელიც თავის მხრივ ჰაერთან შეხების გამო ტრიალებს და რამდენიმე ბრუნის შემდეგ ახდენს ამფეთქი დეტონატორის საბრძოლო მდგომაორეობაში მოყვანას.
თავის მხრივ ჭურვი აღჭურვილია ფსკერული გაზოგენერატორით, რომელიც გასროლის შემდეგ 22 წამი იწვის, წვისას გამოყოფილი აირები ავსებენ ჭურვის უკან არსებულ ვაკუუმს რაც ფრენის მანძილს საარტილერიო ჭურვებში 20–35% ით ზრდის. ასეთი ფსკერული გაზოგენერატორები გარდამავალი ტექნოლოგიაა ჩვეულებრივსა და აქტიურ-რეაქტიულ ჭურვებს შორის.
ჭურვი М-864 ტტმ:
ტიპი – კასეტური
კალიბრი – 155 მმ
შეიარაღებაში მიღების თარიღი-1987 წელი
მასა – 47 კგ
სიგრძე – 899 მმ
სროლის მანძილი – 30 კმ
ჭურვის კორპუსის მასალა – ფოლადი 1340 /ფოლადი 4190
ამფეთქი – M577A1 ტიპის შენელებული მოქმედების.
შიგთავსი:
48 × M42 – მასა 208 გრამი. სიგრძე 82,55 მმ
24 × M46 – მასა 213 გრამი. სიგრძე 82,55 მმ
ფნ ის მასა სუბელემენტში – 30,5 გრამი А5
ჯავშანგამტანობა 60° ით დაცემისას – 70 მმ-მდე.

Leave a comment