ATACMS ის პირველი გამოყენება უკრაინაში

16 ოქტომბერს ბერდიანსკის აეროდრომზე დარტყმისთვის უკრაინელებმა პირველად გამოიყენეს აშშ-დან მიწოდებული ახალი ბალისტიკური რაკეტები. ამ აეროდრომზე რუსული საარმიო ავიაციის ვერტმფრენებია ბაზირებული.

გამოყენებული იქნა არანაკლებ 6 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა ATACMS და პლანირებადი ბომბით აღჭურვილი 150 კმ-მდე მოქმედი ჰიბრიდული რაკეტა GLSDB ( ინფორმაცია კომენტარებში ლინკზე)

აეროდრომზე აღმოჩენილია M-74 ტიპის კასეტური მსხვრევადი ელემენტები რაც იმაზე მიანიშნებს რომ გაშვებული იქნა MGM-140B Block 1A (M39A1) მოდიფიკაციის 300 კმ-მდე მფრენი კასეტურ ქობინიანი ATACMS.
ან შედარებით ძველი, პირველადი მოდიფიკაციის MGM-140A ATACMS Block 1 (М39)

MGM-140A ATACMS Block 1 შეიარაღებაში 1991 წელს შევიდა,

MGM-140B Block 1A კი 1998 წელს.

ტტმ:

MGM-140A ATACMS Block 1 და MGM-140B Block 1A

სიგრძე 3,96 მეტრი

დიამეტრი 610 მმ

მასა – MGM-140A – 1670 კგ / MGM-140B – 1320 კგ

ქობინის მასა – MGM-140A – 560 კგ / MGM-140B – 160 კგ

ქობინის შემადგენლობა :

MGM-140A – 950 ცალი M-74 ელემენტი.

MGM-140B – 275 ცალი M-74 ელემენტი.

ფრენის მანძილი:

MGM-140A – 165 კმ

MGM-140B – 300 კმ

დამიზნების სისტემა:

MGM-140A – მხოლოდ INS .

MGM-140B – GPS+INS

მიზანთან დაცემის სიზუსტე:

MGM-140A – 225-250 მეტრი

MGM-140B – 100 მეტრი.

კადეტური ელემენტების გაფანტვის ფართობი:

MGM-140A – 33 000 მ2

ATACMS ის რაკეტები გაშვება შესაძლებელია M-142 HIMARS და M-270 MLRS ტიპის სარაკეტო სისტემებიდან.

ზოგადად კასეტური ქობინის მქონე საბრძოლო მასალა ყველაზე ეფექტურია აეროდრომზე მდგარი, დიდ ფართობზე გაშლილი საფრენი აპარატების დასაზიანებლად.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑