უახლესი უკრაინული 3 კოორდინატიანი რადიოლოკაციური სადგური 80К6КС1 Фенікс-1

უახლესი უკრაინული 3 კოორდინატიანი (3D) რადიოლოკაციური სადგური 80К6КС1 Фенікс-1 ის შესახებ, რომელიც გასულ 2023 წელს პირველად გადაეცა შეიარაღებულ ძალებს და საბრძოლო ექსპლუატაციისას უმაღლესი შედეგები აჩვენა.

გამოიყენება საზენიტო დივიზიონების ადრეული, შორეული აღმოჩენის სადგურად, როგორც საბჭოურ ასევე დასავლურ საზენიტო-სარაკეტო სისტემებთან.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში აქტიურად გამოიყენება საზენიტო სისტემა БУК-М1 ის დივიზიონებში სარადარო სადგურ

9С18 Купол-თან ტანდემში, მიზნების ადრეული აღმოჩენისთვის.

შემუშავებულია საკონსტრუქტორო ბიურო “ისკრაში” ჯერ კიდევ ომამდე, პირველი საცდელი ნიმუში 2021 წელს დამზადდა.

ტექნოლოგიურად არის 79К6 Пеликан-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგურის ღრმად მოდერნიზებული ვარიანტი, განახლებული გამომთვლელი სისტემით და ახალი პროგრამული უზრუნველყოფით.

ანტენის ტიპი: ფაზირებულ ცხაურიანი.

სიხშირული ჯგუფი – S

სამუშაო სიხშირული დიაპაზონი- 2.9–3.1GHz

სამუშაო მანძილები:

100 მეტრი სიმაღლე — 40 კმ.

1000 მეტრი სიმაღლე— 110 კმ.

10–30 კმ სიმაღლე — 300—350 კმ

30-40 კმ სიმაღლე – 400 კმ

აღმოჩენის მანძილები:

RCS=3—5 მ² (P=0,8, F=10-6) – 10 კმ+ სიმაღლეზე ფრენისას 200…250 კმ.

ერთდროულად გაცილებადი სამიზნეების რაოდენობა – 300+

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑