Roketsan BARBAROS – უახლესი თურქული სახმელეთო ბაზირების სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სისტემა.
პრაქტიკულად რეგიონში ყველაზე პერსპექტიული და კონკურენტული სისტემაა დღეისთვის.

გამშვებ მანქანას შეუძლია 4 ერთეული ATMACA-ს და 6 ერთეული Çakır AS-ის ტიპის ასევე თურქული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება.
ATMACA-ს მოქმედების მაქსიმალური მანძილია 250 კმ.
Cakir- ის 150 კმ.


მანქანის ცეცხლის მართვის სისტემა კი ინტეგრირებულია კომპანია Havelsan-ის შემუშავებულ ბრძოლის ველის ციფრული მართვის და კონტროლის სისტემაში (Acms).
ATMACA-ს რაკეტა ფრენისას ტრაექტორიის უმეტეს ნაწილზე ზღვის დონიდან 5 მეტრამდე სიმაღლეზე მიფრინავს, მოხვედრისას კი სამიზნეს 220 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ქობინით აზიანებს.
დამიზნების სისტემა INS/GPS+RA+DL.
Leave a comment