ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი MATADOR

90 მმ კალიბრის ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი MATADOR (RGW-90) შექმნილია გერმანული ყუმბარმტყორცნის Armbrust ის ბაზაზე. მასზე მუშაობა 1990 წელს დაიწყეს, სინგაპურულმა სააგენტომ DSTA, ებრაულმა კომპანია Rafael Advanced Defense Systems და გერმანულმა Dynamit Nobel Defence-მა.

დღეისათვის მასიურად იწარმოება გერმანული კომპანია Dynamit Nobel Defence-ის მიერ.

ყუმბარმტყორცნის სატრანსპორტო-გამშვები ტუბუსი მინაპლასტიკისგანაა დამზადებული და დამიზნებისთვის მასზე მონტაჟდება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყო ინტეგრირებული ლაზერულ მანძილმზომთან.

არსებობს ყუმბარმტყორცნის სამი ძირითადი მოდიფიკაცია, განსხვავებული საბრძოლო ნაწილით და დანიშნულებით.

MATADOR-MP – კუმულაციური, მრავალფუნქციური

MATADOR-WB – კედლის გასანგრევი

MATADOR-AS – ბუნკერსაწინააღმდეგო, ტანდემური მსხვრევად ფუგასური.

ბუნკერსაწინააღმდეგო MATADOR-AS გამოიყენება შედარებით მცირედ გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობების წინააღმდეგ, მოხვედრისას ხვრეტს მის კედელს და შიგ მყოფ პირად შემადგენლობას ნამსხვრევებით აზიანებს.

კედლის გასანგრევი MATADOR-WB გამოიყენება დასახლებულ პუნქტში ბრძოლისას და მისი საშუალებით კედელში სწრაფად შეიძლება გასასვლელის გაკეთება.

მრავალფუნქციური MATADOR-MP გამოიყენება როგორც შენობების და საფორტიფიკაციო ნაგებობების ასევე ჯავშანტექნიკის წინააღმდეგაც.

ყუმბარმტყორცნს უკანა ნაწილში აქვს გამონაბოლქვი გაზების ჩამხშობი მოწყობილობა, რაც მისი საშუალო ზომის ოთახიდან სროლის საშუალებას იძლევა. ყუმბარმტყორცნი ისრაელის ცახალის მიერ აქტიურად გამოიყენებოდა ოპერაციებში ,,ჩამოსხმული ტყვია,, რომელიც 2008-2009 წლების დეკემბერ-იანვარში ჩატარდა ღაზა სექტორში.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑