საქართველოს თავდაცვის ძალებში 2024 წლიდან თურქული ჯავშანმანქანა BMC Vuran გამოჩნდა. ჯავშანმანქანა MRAP-ის კლასის გაზრდილი ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობისაა და თურქული კომპანია BMC-ის მიერ სხვადასხვა მწარმოებლების მაკომპლექტებლების გამოყენებით იწყობა.



მანქანა არსებობს რამდენიმე მოდიფიკაციაში: ჯავშანტრანსპორტიორის, თვითმავალი 120 მმ ნაღმმტყორცნის, 107 მმ რაკეტების გამშვები, ქიმიურ-რადიაციული დაზვერვის, ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის, საჰაერო თავდაცვის – სითბური საზენიტო რაკეტებით და სხვა.

ტტმ:
იწარმოება – 2019 წლიდან
ეკიპაჟი – 2+(3-7)
სიგრძე – 6,8 მეტრი
სიგანე – 2,6 მეტრი
სიმაღლე – 2,8-3,5 მეტრი (RWS ით)
კლირენსი – 400 მმ
ძრავი – Cummins ISL e3 375 PS
ძრავის სიმძლავრე – 375 ცხ/ძ (275 kW) @ 2100 ბრ/წთ
მაქს. ტორქი – 1550 Nm @ 1200 ბრ/წთ
მაქს. სიჩქარე – 110 კმ/სთ
ტრანსმისია – ავტომატური Allison 3000 Series
სარიგებელი კოლოფი – Meritor GHM MTC
შასის დაკიდების სისტემა – AxleTech ISAS 4500
სვლის მარაგი – 700 კმ
საწვავის ავზის ტევადობა – 310 ლიტრი
საბურავები – 395 / 85 R 20 & 10 x 20″
შიდა ელექტრო სისტემა – MIL STD 1275
ჯავშანი:
დონე – STANAG 4569 level 3
ბალისტიკური – 7,62X51 მმ AP
ნაღმსაწინააღმდეგო – 6-8 კგ TNT(ტროტილი)
ნაკეთობის მდგრადობის სტანდარტი გარემო პირობებთან მიმართებაში – MIL STD 810G
ექსპლუატაციის ტემპერატურული დიაპაზონი – -32°C~+49°C

Leave a comment