ამერიკული წარმოების მულტიკალიბრული ზცრს HIMARS და M-270-დან გასაშვებად GMLRS-ER ის იაფ ალტერნატივად გასულ წლებში ამერიკულმა BOEING-მა და შვედურმა SAAB-მა შეიმუშავეს GLSDB (Ground-Launched Small Diameter Bomb) ტიპის ახალი თაობის რაკეტები.

150 კმ-ზე მოქმედი GLSDB არ არის კლასიკური ტიპის რეაქტიული ჭურვი ან რაკეტა. ის წარმოადგენს ადრეული მოდიფიკაციის M-26 რაკეტის სარაკეტო ძრავის და GPS/INS დამიზნებადი პლანირებადი მცირე დიამეტრის 110 კგ-იანი ბომბის GBU-39B SDB ის ჰიბრიდს.

ძრავის ნაკვეთურის დანიშნულება ბომბის 45 კმ-მდე მანძილზე და რამდენიმე კმ სიმაღლემდე გატანაა სადანაც შემდეგ პლანირებით აგრძელებს ფრენას. 45 კმ ის ფრენის შემდეგ ბომბი და ძრავის ნაკვეთური ერთმანეთისგან ცალკევდება, რის შემდეგაც GBU-39 ზე არსებული დაკეცილი ფრთები იშლება და ბომბი 110 კმ ზე მეტ მანძილს პლანირებით ფარავს. მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა სამიზნემდე სხვადასხვა არასწორხახოვანი ტრაექტორიით მიფრენას უზრუნველჰყოფს.

რაკეტის საერთო მასა 270 კგ-ია.
სიგრძე – 3.91 მეტრი
დიამეტრი – 240 მმ
ფრთაშლილობა ბომბის განცალკევების შემდეგ – 1.61 მეტრი
GLSDB იდეალური საბრძოლო მასალაა მტრის ზურგში მდგარი სარაკეტო კომპლექსების და საზენიტო-სარაკეტო სისტემების გასანადგურებლად. სამიზნეზე მოხვედრის სიზუსტე 5-8 მეტრია. თუმცა უცნობია რა სიზუსტე ექნება რუსული რებ სისტემების/GPS ჯამერების დაფარვის ზონაში.
საბრძოლო მასალა სტანდარტული რაკეტების მსგავსად 6 რაკეტიან კონტეინერებშია მოთავსებული.
საგულისხმოა, რომ ამ საბრძოლო მასალისთვის M26 ის ძრავის ნაკვეთურებს ნორვეგიული კომპანია Nammo დაამზადებს თანამედროვე ტიპის სარაკეტო საწვავის გამოყენებით, რაც ძველ საწვავთან შედარებით იგივე მასა/მოცულობაში უფრო მეტი მანძილის დაფარვას უზრუნველჰყოფს.

Leave a comment