უკრაინის საზღვაო ძალების ყოფილ ხომალდ Константин Ольшанский-ს Нептун-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოარტყეს

როგორც ირკვევა რამდენიმე დღის წინ, 23 მარტს უკრაინის შძ-მა სევასტოპოლში მდგარ, უკრაინის საზღვაო ძალების ყოფილ ხომალდ Константин Ольшанский-ს Нептун-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოარტყეს.

უკრაინის საზღვაო ძალების 775 პროექტის დიდი სადესანტო ხომალდი Константин Ольшанский რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2014 წლის 24 მარტს ყირიმის ოკუპაციის დროს ჩაიგდო ხელში. ხომალდის ეკიპაჟმა ძრავის და ელექტრო სისტემის მწყობრიდან გამოყვანა მოასწრო და მას შემდეგ გემი სევასტოპოლში უმოქმედოდ იდგა.

უკრაინის საჰაერო ძალების მხრიდან რუსული შავი ზღვის ფლოტის სადესანტო ხომალდების განადგურების შემდეგ, როგორც ჩანს რუსულმა მხარემ Константин Ольшанский-ის აღსადგენად სარემონტო სამუშაოები დაიწყეს. მაგრამ სანამ ხომალდი მწყობრში ჩადგებოდა უკრაინელებმა მისი განადგურება გადაწყვიტეს.

ფორმალურად ხომალდი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში ჯერ ისევ არ იყო მიღებული. ომამდე მიდიოდა საუბრები მისი უკრაინისთვის დაბრუნებაზეც.

უცნობია საიდან და რა პლატფორმიდან მოხდა რაკეტის გაშვება.

Константин Ольшанский (БДК-56) 1985 წელს, პოლონეთში გდანსკის გემთშენებელ ვერფზე აიგო. 1985 წლიდან ხომალდი საბჭოთა საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში შევიდა.

1993 წლის სექტემბერში Константин Ольшанский, რამდენიმე სხვა ხომალდთან ერთად მონაწილეობდა აფხაზი სეპარატისტების მიერ დაკავებული სოხუმიდან ქართული მოსახლეობის გამოყვანის ოპერაციაში.

შავი ზღვის ფლოტის გაყოფის შემდეგ გემი უკრაინის საზღვაო ძალებს დარჩა.

პროექტი – 775

მაქსიმალური წყალწყვა – 4016 ტონა

სიგრძე – 112,6 მეტრი

წყალჯდომი – 3,7 მეტრი

ეკიპაჟი – 97 კაცი

ავტონომიურობა – 30 დღე-ღამე

დესანტი – 10 ტანკი და 340 საზღვაო ქვეითი.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑