შვედეთი უკრაინას 2 ცალ Saab 340 AEW&C ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს მიაწვდის

შვედეთი უკრაინას მიაწვდის 2 ცალ Saab 340 AEW&C ტიპის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და საავიაციო ოპერაციების მართვის თვითმფრინავს. მოკლედ შვედური პატარა “ავაქსებია”.

თვითმფრინავი მსუბუქი “ავაქსების” კატეგორიას განეკუთვნება და ამერიკულ E-3 Sentry და რუსული A-50 თან შედარებით მცირე ზომების და შედარებით შეზდუდული ტექნიკური შესაძლებლობებისაა, მრგვალი მბრუნავი რადიოლოკაციური სადგურის ნაცვლად ფიუზელაჟის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია PS-890 Erieye ტიპის S ჯგუფის ფაზირებულ ცხაურიანი (AESA) ცილინდრული ფორმის რადარი, რომელსაც ორევე მხარეს ხედვის 120° იანი სექტორები აქვს.

იგივე რადარია გამოყენებული ბრაზილიურ Embraer R-99A/E-99/EMB 145 AEW&C ტიპის ანალოგიური დანიშნულების თვითმფრინავებზეც.

სამუშაო პროცესში AESA ტექნოლოგიის წყალობით რადარს შეუძლია იმუშაოს ორივე მხარეს დაფარვის მაქსიმალურ 500 000 კმ2 მდე ფართობზე ზედაპირული დაკვირვებით, ან აწარმოოს გაძლიერებული სკანირება შეზღუდულ სექტორში.

6 კმ სიმაღლეზე ფრენისას სამუშაო მანძილი 300-400 კმ-ია სამიზნეების ტიპებიდან გამომდინარე.

პოტენციურად აღმოჩენად სამიზნეებს შორის შედის საფრენი აპარატები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები (ფრენის დროს), საზღვაო ხომალდები, სხვადასხვა ტიპის სახმელეთო სამიზნეები.

Saab 340 AEW&C-ის ინფორმაციის მიღების, გადამუშავების და გადაცემის სისტემაში ინტეგრირებულია NATO-ს უნიფიცირებული და სტანდარტიზებული ინფორმაციის და მონაცემთა გაცვლის სისტემა Link-16, რომლის საშუალებითაც 960–1,215 MHz დიაპაზონის რადიოსიხშირით შეუძლია მართოს და იმფორმაციით უზრუნველჰყოს საავიაციო დაჯგუფება რომელიც შესაძლებელია დაკომპლექტებული იყოს F-16 ით ან სხვა დასავლური გამანადგურებლებით ან მოიერიშეებით/ბომბდამშენებით.

უკრაინის საჰაერო ძალებისთვის 2 ცალი ასეთი თვითმფრინავი რათქმაუნდა დიდი შენაძენია, მითუმეტეს, რომ ამ კლასის თვითმფრინავები ამ ეტაპზე არ ჰყავთ და დამოკიდებულებული არიან NATO-ს ავაქსების სადაზვერვო მხარდაჭერაზე.

თუმცა არასერიოზულია ამ თვითმფრინავების შესაძლებლობების ან მნიშვნელობის გადამეტებული შეფასება, რასაც წავაწყდი დღეს ქართულ Fb სივრცეში და რაც ომის დაწყების შემდეგ აქამდეც არაერთხელ მომხდარა შეიარაღების სხვადასხვა სისტემებზე, მაგალითად HIMARS- ებზე, ATACMS-ებზე, დასავლურ ტანკებზე, Storm Shadow-ზე და სხვა.

ამ ტიპის თვითმფრინავები ძლიერი გამომსხვივებლებია, შესაბამისად კარგად ჩანს რადარებზე. მიუხედავად 300-400 კმ-იანი ხედვის მანძილისა, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე შესახედად მოუწევთ ფრონტის ხაზიდან 100-150 კმ-ში ფრენა, სადაც ჩამოგდებადია C-400 ის ან რუსულ გამანადგურებლებზე არსებული ზოგიერთი ჰაერი-ჰაერი რაკეტით, მაგალითად КС-172, Р-33 ან Р-37 ით.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑