სომხეთი საფრანგეთისგან 36 ერთეულ CAESAR Mk-1 ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას შეიძენს.

მეზობელი სომხეთი საფრანგეთისგან 36 ერთეულ (2 დივიზიონი) CAESAR Mk-1 ის ტიპის 155 მმ კალიბრიან თვითმავალ ჰაუბიცას შეიძენს.

საფრანგეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში სისტემების მიწოდება მათზე გაზრდილი მოთხოვნის მიხედავად დაჩქარებულ ტემპებში მოხდება.

უკრაინაში მიმდინარე ომში გამოჩნდა, რომ სხვადასხვა დასავლურ საარტილერიო სისტემებს შორის ყველაზე მაღალი ეფექტურობით სწორედ ფრანგული CAESAR მუშაობს.

ამას გარდა 73 ერთეული MarG155BR ტიპის თვითმავალი და ATAGS ტიპის 80 ერთეული ბუქსირებადი ჰაუბიცების შესყიდვაზე ხელშეკრულება სომხეთმა ინდოეთთან ჯერ კიდევ 2023 წელს გააფორმა.

შესაბამისად ამ სისტემების შეიარაღებაში მიღებით სომხური არტილერიის არსენალში 100 ერთეულზე მეტი დასავლური სტანდარტის 155 მმ-იანი თვითმავალი და 80 ბუქსირებადი ჰაუბიცა იქნება, რაც კავკასიის მასშტაბისთვის ძალიან ანგარიშგასაწევი ძალაა.

CAESAR Mk-1 ის სისტემა აგებულია ღია საბრძოლო ნაწილის სქემით. 155 კალიბრი სიგრძის ლულა 52 კალიბრი სიგრძისაა და შემუშავებულია კომპანია GIAT-ის (ახლანდელი Nexter) მიერ. ლულის სახაზინო ნაწილი გათვლილია უმეტესი ტიპის სხვადასხვა ქვეყნების წარმოებული 155 მმ ჭურვების და მათი მუხტების სროლაზე.

სროლის მანძილი 42 კმ ERFB ტიპის გაზოგენერატორული ამაჩქარებლიანი ჭურვებით.

აქტიურ-რეაქტიული ჭურვებით კი 45-50 კმ.

აქვს SIGMA 30 ტიპის საარტილერიო ინერციული ნავიგაცია-პიზიციონირების სისტემა, ინტეგრირებული ATLAS-ის ტიპის ცეცხლის მართვის სისტემაში.

………………………

სომხეთი უახლოეს თვეებში ასევე გეგმავს საფრანგეთიდან დამატებით შეიძინოს ACMAT Bastion ტიპის 4X4 ჯავშანტრანსპორტიორები, Mistral-ის ტიპის სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტები და Gm-200 ტიპის მობილური რადიოლოკაციური სადგურები.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑