წლის მნიშვნელოვანი სამხედრო-ტექნიკური სიახლეები Eurosatory-2024 დან. 17-21 ივნისი.
გამოფენა Eurosatory პრაქტიულად მსოფლიოში უდიდესია, ორ წელიწადში ერთხელ აქ წარმოდგენილი შეიარაღების ნიმუშებით წამყვანი კომპანიები მსოფლიოში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში ერთგვარ ტრენდს და მიმართულებებს აჩვენებენ.
წლევანდელ გამოფენაზე განსაკუთრებული აქცენტი ჯავშანტექნიკის, არტილერიის და უპილოტო რობოტიზებული სისტემების მიმართულებით იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნიმუშებზე აშკარად იგრძნობოდა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიღებული უდიდესი გამოცდილება.
წარმოდგენილი იყო რამდენიმე ფრანგულ-გერმანული ტანკი, აგებული ახალი კონცეფციით, სრულად რობოტიზებული კოშკურებით.
ზოგიერთი ნიმუშის ტანკი წარმოადგენილი იყო ახალი ტიპის 130 და 140 მმ კალიბრიანი მაღალწნევიანი სატანკო ქვემეხებით, რომლებმაც ჩანაფიქრის მიხედვით ბრძოლის ველზე რუსულ 125 მმ სატანკო ქვემეხებთან ჯავშანგამტანობის და შორ მანძილზე სროლის გაზრდილი მაჩვენებლით ტაქტიკური უპირატესობა უნდა მოიპოვონ.
1) უახლესი მულტიკალიბრული სარაკეტო სისტემა GMARS. გერმანული კომპანია Rheinmetall-ის შემუშავებული უნივერსალური სისტემა, რომელიც ამერიკული HIMARS-ის ევროპულ ანალოგს წარმოადგენს. პოზიციონირებს როგორც ისრაელის წარმოების PULS-ის პირდაპირი კონკურენტი. GMARS დან შესაძლებელია მრავალი ტიპის რაკეტის გაშვება მათ შორის 227 მმ-იანი GMLRS, ტაქტიკური ATACMS, უახლესი PrSM, სხვადასხვა ფრთოსანი რაკეტების და ასევე ფართოდ გავრცელებული 122 მმ “გრადის” სისტემის რაკეტებიც. GMARS ის საცეცხლე ნაწილი გათვლილია 2 ცალი სარაკეტო პოდის/პაკეტის დამონტაჟებაზე.

2) უახლესი გერმანული მომავლის ტანკი
Rheinmetall KF51-U. რობოტიზებული უკაცრიელი კოშკურით, აღჭურვილი 130 მმ-იანი Rh-130/L51 ტიპის გაზრდილი სიმძლავრის ქვემეხით. ეკიპაჟი 3 კაცი, განლაგებული არიან ტანკის კორპუსის წინა ნაწილში. საბრძოლო კომპლექტი 25 ჭურვი. ოპტიკურ-ელექტრონული სამიზნე კომპლექსი SEOSS 400.

3) უახლესი ფრანგულ-გერმანული ტანკი Leclerc Evolution.
შემუშავებულია გერმანულ-ფრანგული კონცერნი KNDS (KMW+Nexter Defense Systems). აღჭურვილია ახალი ტიპის მაღალწნევიანი Ascalon 120 ტიპის ქვემეხით. ტანკის ეკიპაჟი 4 კაციანია საიდანაც 2 კოშკურაში ზის, 2 კი კორპუსის წინა ნაწილში.

4) უახლესი ფრანგულ-გერმანული ტანკი EMBT-ADT 140 ასევე KNDS-ის შემუშავებული. ახალი ტიპის ზემძლავრი 140 მმ ქვემეხით Ascalon 140 და მასთან შეწყვილებული 20 მმ ავტომატური ქვემეხით, 20×102 მმ კალიბრიანი 300 ჭურვის მარაგით. კოშკურა მთლიანად რობოტიზებულია. კოშკურაზე დამატებით დამონტაჟებულია ARX30 ტიპის დისტანციური მოდული 30 მმ ავტომატური ქვემეხით. საერთო ჯამში ტანკს არასტანდარტულად მაღალი საცეცხლე ძალა აქვს თანამედროვე ბრძოლის ველზე სხვა ტანკებთან შედარებით. 140 მმ კალიბრიანი ჭურვების მარაგი 22 ცალია.

5) პერსპექტიული მომავლის ტანკი Leopard 2A-RC 3.0 ასევე ფრანგულ-გერმანული KNDS-ის შემუშავებული ტანკი რობოტიზებული კოშკურით. წარმოადგენს რუსული T-14 Armata და ამერიკული Abrams X ის ერთგვარ ფრანგულ-გერმანულ ანალოგს.
ქვემეხი შესაძლებელია იყოს 120, 130 ან 140 მმ კალიბრის. ეკიპაჟი 3 კაცი. ტანკის საერთო მასა 60 ტონა.

6) Panther Evo, ახალი ჰიბრიდული ტანკი კომპანია Rheinmetall-ისგან. წარმოადგენს Leopard 2A4 ტანკის სავალი ნაწილის და KF51 ტიპის კოშკურის ჰიბრიდს. ქვემეხის კალიბრი 130 მმ.

7) Leopard 2A8, ლეოპარდის უახლესი მოდიფიკაცია კომპანიებისგან KMW და Rheinmetall.
ქვემეხი 120 მმ/L55. დამონტაჟებული აქვს ისრაელის წარმოების აქტიური დაცვის სისტემა Trophy APS. მასა 67 ტონა.

8 ) Lynx 120. გერმანული ქსმ Lynx KF41 ის მუხლუხოიანი პლატფორმა, აღჭურვილი 120 მმ კალიბრიანი ქვემეხის მქონე კოშკურით. საშუალო 40 ტონამდე წონის ტანკის კონფიგურაციაში.

9) გერმანული ქსმ PUMA მოდერნიზებული TSWA სისტემით. TSWA ( Turret Independent Secondary Weapon Assembly ) წარმოადგენს კოშკურის უკანა ნაწილში დამონტაჟებული შეიარაღების დამატებით დამოუკიდებელ სისტემას რომელიც შედგება ოპტიკურ ელექტრონული დამიზნების და სხვადასხვა ტიპის უმართავი და მართვადი რაკეტების გამშვები ბლოკისგან.

10) მულტიფუნქციური პლატფორმა AMPV, კომპანია BAE System-სგან. შემუშავდა პენტაგონის გამოცხადებული პროგრამის Next Generation Combat Vehicle-ის საფუძველზე М-113 და M-2 Bradley ის პლატფორმების ერთიანად შესაცვლელად.

11) Fuchs Evolution. ბორბლებიანი ახალი ტიპის საჯარისო სადაზვერვო მანქანა კომპანია Rheinmetall-ისგან. აგებულია ჯტრ Fuchs-ის ბაზაზე. შეიარაღება 25 მმ ავტომატური ქვემეხი Rheinmetall KBA 25×137.

12) შვედური ქსმ CV90. მოდერნიზებული კონფიგურაცია 30 და 35 მმ ავტომატური ქვემეხებით. გაზრდილი საბრძოლო მასალის ტევადობით. კოშკურაში ჩამალული ტანკსაწინაღმდეგო რაკეტებით.

13) სხვადასხვა ტიპის საზენიტო არტილერიის სისტემები სხვადასხვა სახის შასიზე. თანამედროვე ომებში მცირე ზომის დრონების მასიურმა გამოყენებამ საზენიტო არტილერიის როლი მნიშვნელოვნად გაზარდა. მწარმოებლები მაღალი ტემპებით აკეთებენ ახალი სისტემების შემუშავებას, ძველების მოდერნიზებას და ინტეგრაციას სხვადასხვა შასიზე. ამ გამოფენაზე განსაკუთრებით აღსანიშნავია Leopard 2 ის შასიზე დამონტაჟებული Skyranger 35 და LYNX KF 41 ის შასიზე დამონტაჟებული Skyranger 30 ტიპის გერმანული საზენიტო სისტემები.
ასევე ბრიტანული Tridon MK2 სატვირთოს ბაზაზე და თურქული 35 მმ KORKUT-ის კოშკურა ARMA 8X8 ის ბაზაზე.

14) ბორბლებიანი და მუხლუხოიანი საბრძოლო რობოტები:
CENTURIO X20 KNDS -საფრანგეთი
OTOKAR ALPAR – თურქეთი
MilRem Robotics Type X – ესტონეთი
IDV Viking – იტალია

15) სხვადასხვა ტიპის საინჟინრო გამნაღმველი მანქანები, მსუბუქ, საშუალო და მძიმე კატეგორიაში. ეკიპაჟიანი და დისტანციური მართვის რობოტის კონფიგურაციებში:
Keiler NG – გერმანია
SEFA SDZ – საფრანგეთი
SOFRAME Fardier MkII – საფრანგეთი

16) ბრაზილიურმა კომპანია Mac Jee-მ გამოფენაზე წარმოადგინა საკუთარი საბრძოლო მასალების ნიმუშები და მზაობა გამოთქვა ევროპის ბაზარზე შემოსვლისთვის.
წარმოდგენილი იყო 155 მმ საარტილერიო ჭურვების ნიმუშები და DAGGER-ის ტიპის პლანირების და ზუსტი დამიზნების კომპლექტი საავიაციო ბომბებისთვის.

17) ჩეხურმა კომპანია Inflatech-მა წარმოადგენა სამხედრო ტექნიკის გასაბერი მაკეტების ახალი ნიმუშები. მათ შორის ფრანგული ჰაუბიცა “კერისარის” მაკეტებიც, რომლებიც სავარაუდოდ უკრაინასაც მიეწოდება.

18) გამოფენაზე უკრაინამ წარმოადგინა საკუთარი წარმოების უახლესი X ისებური ფრთაშლილობის ბარაჟირებადი კამიკაძე დრონი Булава. წარმოადგენს რუსული Ланцет-ის კლონს.
მთლიანი მასა 11 კგ. საბრძოლო ნაწილის მასა 3,6 კგ.
სიგრძე 1,5 მეტრი, ფრთაშლილობა 1,6 მეტრი.
მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ. მოქმედეის მაქსიმალური მანძილი 60 კმ რეტრანსლატორის დახმარებით.

19) თურქული ქსმ Tulpar ის პლატფორმა იტალიური Leinardo-ს 120 მმ ქვემეხის კოშკურით. მსუბუქი ტანკის კონფუგურაციაში.

20) ისრაელური კამიკაზე დრონი HERO-ს სხვადასხვა მოდფიკაციების ჯგუფური გამშვები, კონტეინერის კონსტრუქციაში.

Leave a comment