აკუსტიკური სენსორული სისტემა Звук – რუსული საფრენი აპარატების აღმოსაჩენად.
უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები რუსეთის მხრიდან გაშვებული სხვადასხვა ტიპის დრონების და ფრთოსანი რაკეტების აღმოსაჩენად, მათი ფრენის მარშუტების დასადგენად კლასიკურ რადიოტექნიკურ საშუალებებთან ერთად აქტიურად იყენებს სატელეკომუნიკაციო ანძებზე დამონტაჟებულ პასიურ აკუსტიკურ კომპლექს Звук-ს.

კომპლექსი წარმოადგენს რეფლექტორული ამრეკლის, მიკროფონის და ინფორმაციის გადამცემი მოდულის ერთობლიობას. კომპლექსები შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით ჩართულია ინფორმაციის გადამუშავების ერთიან სისტემაში, პასიურ რეჟიმში მომუშავე ათასობით ასეთი სენსორი განლაგებულია სხვადასხვა მიმართულებებზე, რუსულ დრონებს და რაკეტებს მათი ძრავებისგან გამოცემული სპეციფიური ხმით აფიქსირებს მაქსიმალურ 7 კმ-მდე, მაქსიმალურად ზუსტი კოორდინატების დადგენა კი ზონალური გადაფარვის და ტრიანგულაციის მეთოდით ხდება.
მიღებული ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის სისტემის ოპერატიულ შტაბებში, წამებში ავტომატურად გადამუშავდება და საზენიტო გათვლებს გადაეცემა.

ზოგადად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში აკუსტიკური დაზვერვა ახალი სიტყვა არ არის, თუმცა თანამედროვე სენსორები ამის გაკეთების საშუალებას ძალიან იაფად, დროის მოკლე მონაკვეთში იძლევა.
ჰაერსაწინააღმდეგო პასიური დაზვერვის ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტური და საჭიროა მთაგორიანი რელიეფის მქონე ქვეყნებისთვის, სადაც რადიოლოკაციურ სადგურებს ძალიან ბევრი მკვდარი ზონა აქვს და ურთულესია დრონების, ფრთოსანი რაკეტების ან თუნდაც დამტყმელი ვერტმფრენების შემოფრენის ზუსტი მარშუტების დროული დადგენა.
Leave a comment