პენტაგონმა ლულიანი არტილერიის ღრმა მოდერნიზაციის მიმართულებით ERCA-ს პერსპექტიული პროგრამა დახურა.
2025 წლის ბიუჯეტით M1299 ERCA-ს ტიპის ახალი თაობის თვითმავალ ჰაუბიცებზე მუშაობა აღარ გაგრძელდება.
M1299 წარმოადგენს ახალი თაობის 155 მმ თვითმავალ ჰაუბიცას რომელიც ERCA-ს (Extended Range Cannon Artillery) პროგრამის ფარგლებში შემუშავდა აშშ-ში M109A7 Paladin ის ბაზაზე.
სისტემას ახალი XM907E2 ტიპის 58 კალიბრიანი ახალი თაობის ლულით, ჩვეულებრივი ჭურვებით 70 კმ-ზე, Ramjet-ის ტიპის რეაქტიული ჭურვებით კი 150 კმ-მდე მანძილებზე უნდა ემუშავა.

2022 წლის დეკემბერში ტესტირებისას XM1155 Ramjet-ის ტიპის ჭურვი M1299-მა 110 კმ-ზე გაისროლა.
2023 წლის ოქტომბერში კი ტესტირებისას Ramjet-ის სროლის მანძილი 150 კმ-ს მიუახლოვდა.
M1299-ზე მუშაობა პროგრამა ERCA-ს (Extended Range Cannon Artillery)-ს ფარგლებში კომპანია BAE Systems-მა პენტაგონის დაკვეთით 2019 წლიდან დაიწყო.
ERCA-ს პროგრამა ეფუძნება ამერიკული ლულიანი არტილერიის განვითარების ახალ დოქტრინას, რომლის მიხედვითაც არმიის და საზღვაო ქვეითთა კორპუსის ლულიანმა არტილერიამ მოწინააღმდეგის რეაქტიული არტილერიის მოქმედების ზონის სიღრმიდან, სრულ ტაქტიკურ და ნაწილობრივ ოპერატიულ-ტაქტიკურ სიღრმეებში უნდა შეძლოს მუშაობა.
თავის მხრივ ახალი დოქტრინა Army Futures Command-ის შემუშავებულ Long Range Precision Fires (LRPF) პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს პასუხობს.
(ძველი ცივი ომი დროინდელი მიდგომებით 155 მმ ლულიან არტილერიას მხოლოდ ბრიგადების სამოქმედო სიღრმეებში უნდა ემუშავა)

ERCA-ს პროგრამით პირველ ეტაპზე განისაზღვრა ბუქსირებადი M777-ების მოდერნიზაცია M777ER-ის დონემდე მასზე 52 კალიბრის სიგრძის ახალი 155 მმ ლულის დაყენებით. შემდეგ კი არმიის M109A7 Paladin-ების მოდერნიზაცია M1299 დონემდე.

პროგრამის დახურვის ერთ-ერთ ძირითად ტექნიკურ მიზეზად სახელდება ახალი 58 კალიბრიანი XM907E2 ტიპის ლულების ზედმეტად სწრაფი ცვეთის მაჩვენებელი 70 კმ-მდე სროლის დროს, XM659 ტიპის ახალი გაძლიერებული მოდულური მუხტების გამოყენების გამო , რაც პენტაგონის მოთხოვნებს ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს.
Leave a comment