საბჭოთა წარმოების 152 მმ ბუქსირებადი ქვემეხის 2А36 Гиацинт-Б-ს შემუშავება 1968 წელს, პერმის მანქანათმშენებლობის ქარხანამ დაიწყო. თავიდანვე დაპროექტდა 2 ვარიანტი, ბუქსირებადი 2А36 და 2А37 თვითმავალი სისტემა 2С5-ისთვის. საცდელი ნიმუშები იცდებოდა 1971–72 წლებში. 2А36 Гиацинт-Б საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 1976 წელს შევიდა. ქვემეხი შექმნილია საარტილერიო ბატარეების, ტანკების და სხვა შეჯავშნული ტექნიკის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების, ცოცხალი ძალის , ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, საკომანდო პუნქტების, საველე საფორთიფიკაციო ნაგებობების და მოწინააღმდეგის ლოჯისტიკური ნაწილების გაასანადგურებლად.

Гиацинт-Б–ს აქვს 54 კალიბრი სიგრძის 152 მმ იანი მონობლოკური ლულა. ლულის მუხრუჭი მრავალკამერიანია და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით, რადგან შთანთქავს უკუცემის 53%–ს. დარჩენილი ენერგია ნაწილდება, ჰიდრავლიკურ მუხრუჭზე და პნევმატურ ამორტიზატორზე. ლულის უკუსვლის მაქსიმალური სიგრძეა 950 მმ ხოლო მინიმალური 730 მმ, დამოკიდებულია გასროლის მუხტის სიძლიერეზე.
ქვემეხის კონსტრუქციაში გამოყენებულია ჰორიზონტალური საკეტი, რომელიც წუთში 6 გასწროლას უზრუნველყოფს. ლაფეტზე დამონდაჟებულია სექტორული ტიპის ბრუნვადი მექანიზმი, რომელიც ლულას ვერტიკალურ სიბრტყეში -2° დან +57° მდე ფარგლებში დამიზნების საშუალებას აძლევს. ლულის მოძრაობის კუთხე ჰორიზონტალურ სიბრტყეში არის ± 25°.

Гиацинт-Б ს საბრძოლო მასალის ნომენკლატურა მოიცავს შემდეგ გასროლებს:
აღსანიშნავია, რომ Гиацинт-Б-ს საბრძოლო მასალა შექმნილია სპეციალურად ამ ქვემეხისთვის და არ არის თავსებადი Мста-Б ან Д-20 ტიპის ჰაუბიცებთან.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:
•კალიბრი – 152,4 მმ
•სროლის მაქსიმალური მანძილი:
– სტანდარტული მსხვრევად-ფუგასურით – 28,5 კმ
– აქტიურ რეაქტიულით – 33,5
•სწრაფსროლა – 6 გასროლა/წთ
•ლულის ამაღლების კუთხე – −2…+57°
•ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე −25…+25°
•უკუცემის ენერგია – 20 950 კილოჯოული.
•მასა – 9,8 ტონა
•გათვლა – 8 კაცი

Leave a comment