საბჭოთა წარმოების 152 მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა Мста-Б-ს დაპროექტება საბჭოთა კავშირის ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიურო Титан-ში, 1976 წელს, მთავარი კონსტრუქტორის გიორგი სერგეევის ხელმძღვანელობით დაიწყო.
შემუშავებისას მიზანი იყო შეექმნათ თვისობრივად ახალი ჰაუბიცა, რომელსაც გაზრდილი ექნებოდა სროლის მანძილი, სწრაფსროლა, ლულის ვერტიკალური დამიზნების კუთხე, მანევრირების საშუალება და საბრძოლო მასალის მომატებული ეფექტურობა. ვიდრე ჰქონდათ მანამდე შეიარაღებაში მყოფ ჰაუბიცებს МЛ-20, Д-1 და Д-20. მთავარი ყურადღება კი გამახვილდა იმაზე, რომ ახალ ჰაუბიცას უნდა ჰქონოდა სროლის მაღალი შექუჩულობა, რაც ლულის კარგი სტაბილიზაციით, ახალი ტიპის ჭურვების ოპტიმალური გეომეტრიული ფორმებით და გაუმჯობესებული აეროდინამიკური მახასიათებლებით გადაწყდა.

ჰაუბიცაში რეალიზებულია შემდეგი ტექნოლოგიური მიგნებები და გადაწყვეტები:
– სამკამერიანი ლულის მუხრუჭი, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემას 63 % ით ამცირებს.
– დამიზნების ორსიჩქარიანი მექანიზმი, რომელიც მაქსიმუმ 5° დახრილობის რელიეფზე,
ლულის -3 დან +70°- მდე მოძრაობას უზრუნველყოფს ვერტიკალურ სიბრტყეში.
– ახალი საკეტის ამძრავი,
– უკუგორვის სისტემა,
– მიმმართველი ნავით შეყენებადი საკეტი,
– საგდები ზამბარით ჭურვების მიწოდების ავტომატური დამტენი.
სადგარი ფეხების გაშლისას, თვლების შერესორების ავტომატური გამომრთველი სისტემა.

1986 წელს ახალი 152-მმ ჰაუბიცა ინდექსით 2А65 Мста-Б (NATOს კლასიფიკაციით M-1987) სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში შევიდა. 1987 წლიდან კი დაიწყო მისი სერიული წარმოებაც.
ჰაუბიცა Мста-Б განკუთვნილია მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში საარტილერიო დარტყმების მისაყენებლად და გათვლილია ტაქტიკური ბირთვული ჭურვების სროლაზეც. მის სავარაუდო მიზნებში შედის მოწინააღმდეგის საფორტიფიკაციო ნაგებობები, საცეცხლე წერტილები, ცოცხალი ძალა, მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა, საარტილერიო ბატარეები, მართვის პუნქტები, საზენიტო სისტემები და სხვა. ბატარეების მართვისა და ცეცხლის ეფექტურობის გასაზრდელად, შექმნილია ცეცხლის ავტომატური მართვის მობილური შეჯავშნული სისტემები 1В126 «Капустник-Б» და 1В12М-3 «Фальцет-М».
ჰაუბიცის გათვლა შეადგენს 8 კაცს.

2А65 Мста-Б შექმნილია კლასიკური სქემით, გააჩნია მონობლოკური 53 კალიბრი სიგრძის ლულა, ნახევრად ავტომატური ვერტიკალური კუთხური საკეტით და სამკამერიანი ლულის მუხრუჭით. ლულაზე დამონტაჟებულია ასევე უკუცემის ჩამხშობი ჰიდროპნევმატური მოწყობილობა. ლაფეტზე დაყენებულია დამცავი ფარი, რომელიც მექანიზმებსა და გათვლის წევრებს იცავს ტყვიებისა და ნამსხვრევებისაგან.
ლაფეტი ორბორბლიანია და აქვს ჰიდრავლიკური დომკრატი, რაც სროლისას უზრუნვეყოფს ჰაუბიცის მყარად დაფიქსირებას. სწრაფსროლის მოსამატებლად ჰაუბიცის სახაზინო ნაწილზე დაყენებულია მუხტისა და ჭურვის შემგდები ორმაგ ზამბარიანი სპეციალური მოწყობილობა.
Мста-Б ზე დამიზნებისათვის გამოიყენება ორი ტიპის საარტილერიო ოპტიკური სამიზნე.
პირდაპირი დამიზნებისათვის ОП4М-97К და პანორამული დამიზნებისათვის ПГ-1М.

ჰაუბიცაზე გამოიყენება 152-მმ კალიბრის როგორც საკუთარი გაზრდილი სიმძლავრის ჭურვები, ისე Д-20, 2С3 Акация და МЛ-20 ჰაუბიცებისთვის გათვლილი ძველი ჭურვები.
საბრძოლო მასალის ნომენკლატურა:
– გასროლა 3ВОФ58, 3ВОФ72, 3ВОФ73 (სრული, შემცირებული ან გაზრდილი მუხტით) მსხვრევად ფუგასური ჭურვით 3ОФ45
– გასროლა 3ВОФ91 მსხვრევად ფუგასრული ჭურვით 3ОФ61 აიერგენერატორული ამაჩქარებლით და გაზრდილი გამტყორცნი მუხტით.
– გასროლა 3ВОФ96, 3ВОФ97, 3ВОФ98 (სრული, შემცირებული ან გაზრდილი მუხტით) მსხვრევად ფუგასური ჭურვით 3ОФ64.
– გასროლა 3ВОФ32, 3ВОФ33 (სრული ან შემცირებული მუხტით) მსხვრევად ფუგასური ჭურვით 3ОФ25.
– გასროლა 3ВО28, 3ВО29, 3ВО30 (გაზრდილი, სრული ან შემცირებული მუხტით) კასეტური ჭურვით 3-О-23 კუმულაციურ-მსხვრევადი ელემენტებით.
– გასროლა 3ВО13, 3ВО14 (სრული ან შემცირებული მუხტით) კასეტური ჭურვით 3-О-13 მსხვრევადი ელემენტებით.
– გასროლა 3ВНС38 რადიოხარვეზების დამყენებელი ჭურვით 3РБ30-1-8.
– გასროლა 3НС30 აქტიური რადიოლოკაციური ხარვეზების დამყენებელი ჭურვით.
– გასროლა 3ВДЦ8 დამაკვამლიანებელ-მიზანმაჩვენებელი ჭურვით.
– გასროლა 3ВОФ64 ლაზერული დამიზნების კორექტირებადი ჭურვით 3ОФ39, კომპლექსი 2К25 Краснополь
აღნიშნულ ჰაუბიცას რუსული არმია აქტიურად იყენებდა ჩეჩნეთის ორივე ომში.
2008 წლის აგვისტოს ომში კი 11 ერთეული Мста-Б ქართული შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში ირიცხებოდა და აქტიურად გამოიყენებოდა.
2022 წლის თებერვლიდან დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარის ჯარებში Мста-Б ძირითად ბუქსირებად ჰაუბიცას წარმოადგენდა.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:
კალიბრი – 152 მმ
სროლის მაქსიმალური მანძილი სტანდარტული გასროლით -24.7კმ
მაქსიმალური სროლის მანძილი აქტიურ-რეაქტიული გასროლით-28.5
მინიმალური სროლის მანძილი-6.5 კმ
მაქსიმალური სწრაფსროლა – 8 გასროლა./წუთი
სროლის ზღვრული რეჟიმი-110 გასროლა./სთ
ვერტიკალური დამიზნების კუთხე- -30…+700
ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე- -280…+280
გათვლა – 8 კაცი
სიგრძე სამარშო მდგომარეობაში – 12,7 მეტრი
ჰაუბიცის სიმაღლე – 2950 მმ
ჰაუბიცის მასა – 7 ტონა
ლულის მასა – 2599 კგ
ლულის მუხრუჭის მასა – 170 კგ
ლულის სიგრძე – 8130 მმ
ლულის ნაჭდევებიანი მონაკვეთის სიგრძე – 6184 მმ
ლულის უკუსვლის მანძილი გაძლიერებული მუხტით სროლისას – 1000 მმ
კლირენსი – 400 მმ
სავალი ნაწილის სიგანე – 2120 მმ
გადაადგილებისას რელიეფის დასაშვები დახრილობა – 400
ექსპლუატაციის ტემპერტურის დიაპაზონი -500…+500
საბრძოლო მდგომარეობაში გადასვლის დრო – 2-2,5 წუთი
ბუქსირების მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე – 80 კმ/სთ

Leave a comment