თურქული თავდაცვის მრეწველობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის TUBITAK SAGE-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით წარმატებით დასრულდა აზერბაიჯანულ Cy-25 ებზე თურქული ფრთოსანი რაკეტა SOM-B1 ის ინტეგრაციის პროცესი, რის შემდეგად თვითმფრინავს უკვე 250 კმ-იან ოპერატიულ სიღრმეში შეუძლია მიზნების განადგურება.

მოდენიზებულ Су-25 ML LAÇIN დან SOM ების საცდელი გაშვებებიც წარმატებით ჩატარდა.
ფრთოსანი რაკეტა SOM შეიმუშავა კომპანია TÜBİTAK SAGE-მა და თურქეთის შეიარაღებაში 2017 წლიდან გამოიყენება.
მოდიფიკაცია SOM B1 ის მასა 620 კგ-ია, აქვს 230 კგ მსხვრევად-ფუგასური ქობინი.
ფრენის მანძილი 250 კმ.
ნავიგაცია-დამიზნების სისტემა GPS/INS.
ბოლო ეტაპზე იყენებს დამიზნების და სამიზნის ძებნის ინფრაწითელ თავაკსაც.
ფრენის სიჩქარე 1150 კმ/სთ.
აქვს რელიეფის გაყოლებით და რელიეფის ვიზუალური დადარებით ნავიგაციის სისტემა.

მოდერნიზაციის პაკეტი Merhale-1 პროგრამითაა გაწერილი და მას Merhale-2 მოჰყვება, რომლითაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება თვითმფრინავების ავიონიკა და გაიზრდება საბრძოლო მასალის ნომენკლატურა.
თვითმფრინავის ბომბსაკიდ წერტილებზე და შეიარაღების მართვის სისტემაში აქამდე უკვე იყო ინტეგრირებული ზუსტი დამიზნების ბომბები QFAB-250 LG, TEBER 82, პლანირებადი KGK-82/83 და HGK.
შედეგად აზერბაიჯანული Cy-25 ები პრაქტიკულად ყველაზე უფრო ღრმად მოდერნიზებული და გამორჩეულად მაღალი შესაძლებლობების გამოდის, Cy-25 ის სხვა მოდერნიზებულ ვერსიებს შორის.

Leave a comment