მე-5 თაობის ომების გარიჟრაჟი?

 თანამედროვე სამხედრო მეცნიერებაში ომის ევოლუციის კლასიფიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევითი დისციპლინაა. სამხედრო ისტორიკოსები და სტრატეგები ომებს პირობითად ყოფენ თაობებად, რათა აღწერონ შეიარაღებული დაპირისპირების მრავალწახნაგოვანი დინამიკა, მისი ლოგიკა და გამოყენებული საშუალებები. მრავალი სპეციალისტის აზრით მე-5 თაობის ომი (Fifth Generation Warfare – 5GW) წარმოადგენს უახლეს საფეხურს ამ კლასიფიკაციაში და მოიცავს ისეთი ბრძოლის ტაქტიკებსა და სტრატეგიებს, სადაც გამოკვეთილი არაა... Continue Reading →

HIMARS- ომის წესების შესაცვლელად

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემები, განსაკუთრებით კი აშშ-ს წარმოების M-142 HIMARS (High Mobility Artillery Rocket System), ერთ-ერთ გადამწყვეტ ტექნიკურ ინსტრუმენტად იქცა უკრაინული არმიის ეფექტიანობის ამაღლებაში. ამ სტატიაში დეტალურად მიმოვიხილავ HIMARS-ის სისტემას, სისტემის ტექნიკურ მახასიათებლებს და ტაქტიკურ-ოპერატიულ მნიშვნელობას თანამედროვე ომში. M-142 HIMARS წარმოადგენს ამერიკული წარმოების თანამედროვე მაღალი მობილურობის... Continue Reading →

ღამის ხედვის ხელსაწყოების ტექნოლოგიური ევოლუცია და თანამედროვე ტენდენციები

ღამის ხედვის ხელსაწყოები (Night Vision Devices – NVD) თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის დანიშნულებაა ადამიანის ხედვის შესაძლებლობების გაფართოება დაბალი განათების ან სრული სიბნელის პირობებში. ღამის ხედვის ხელსაწყოები რომელიც თავდაპირველად ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შეიმუშავეს, დღემდე განიცდიან უწყვეტ ევოლუციას და მოდერნიზაციას, რომელიც ეფუძნება ოპტოელექტრონიკის, ფოტონიკისა და ბოლო წლებში უკვე ხელოვნური ინტელექტის ელემენტების... Continue Reading →

დაზვერვის, თვალთვალისა და რეკოგნოსცირების (ISR) გაერთიანებული სისტემები თანამედროვე სამხედრო ძალებში

ISR (Intelligence, Surveillance and Reconnaissance) დაზვერვის, თვალთვალისა და რეკოგნოსცირების (ISR – Intelligence, Surveillance and Reconnaissance) გაერთიანებული სისტემები წარმოადგენს თანამედროვე სამხედრო ოპერაციების სტრუქტურულ და ფუნქციურ საყრდენს. აღნიშნული სისტემების მიზანია ოპერატიული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების ინფორმაციული უზრუნველყოფა. ეს სტატია მიმოიხილავს ISR-ის კონცეფციას, ტექნოლოგიურ და დოქტრინალურ კომპონენტებს, ისტორიულ განვითარებასა და მის როლს XXI-ე საუკუნის სამხედრო-პოლიტიკურ რეალობაში. თანამედროვე საომარი... Continue Reading →

ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებში

21-ე საუკუნის მეორე დეკადიდან მოყოლებული, ხელოვნური ინტელექტი (Artificial intelligence-AI) იქცა ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ ძალად ჩვენი ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარებისთვის. მისი გავლენა განსაკუთრებულად შესამჩნევია სამხედრო სფეროში, სადაც ის აქტიური გამოყენების შემთხვევაში მთლიანად ცვლის საომარი მოქმედებების ხასიათს, სამხედრო სტრატეგიის დაგეგმვის მეთოდებსა და მაღალტექნოლოგიური სისტემების მუშაობის პრინციპებს. თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ტრადიციული... Continue Reading →

D-Day

6 ივნისი D დღეა. D-Day: 1944 წლის 6 ივნისის მასშტაბური სადესანტო ოპერაცია და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში. მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ძალების მიერ ნორმანდიის სანაპიროზე ჩატარებული სადესანტო ოპერაცია "ოვერლორდი", ისტორიაში ცნობილია როგორც D-Day. ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსური და მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოკავშირეებმა... Continue Reading →

აკუსტიკური სისტემა LRAD

LRAD (Long-range acoustic device) ის "ხმოვანი ქვემეხები კლასიფიცირდება როგორც acoustic hailing device (AHD) და განეკუთვნება მიმართული ენერგიის იარაღის სახეობას (DEW). თავდაპირველად შემუშავდა აშშ ის ფლოტის დაკვეთით, 2000 წლის 12 ოქტომბერს იემენში აშშ-ის ფლოტის საესკადრო ნაღმოსან Cole (DDG-67) ზე ალ-ქაიდას თვითმკვლელი ტერორისტების მიერ დანაღმული ნავის დაჯახების შემდეგ. სისტემა შეიმუშავა კომპანია ATC-იმ 2002 წელს. კომპანიას 2010 დან... Continue Reading →

ზერბაიჯანულ Cy-25 ებზე თურქული ფრთოსანი რაკეტა SOM-B1 ინტეგრირდა

თურქული თავდაცვის მრეწველობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის TUBITAK SAGE-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით წარმატებით დასრულდა აზერბაიჯანულ Cy-25 ებზე თურქული ფრთოსანი რაკეტა SOM-B1 ის ინტეგრაციის პროცესი, რის შემდეგად თვითმფრინავს უკვე 250 კმ-იან ოპერატიულ სიღრმეში შეუძლია მიზნების განადგურება. მოდენიზებულ Су-25 ML LAÇIN დან SOM ების საცდელი გაშვებებიც წარმატებით ჩატარდა. ფრთოსანი რაკეტა SOM შეიმუშავა კომპანია TÜBİTAK SAGE-მა და... Continue Reading →

152 მმ ბუქსირებადი ქვემეხი 2А36 Гиацинт-Б

საბჭოთა წარმოების 152 მმ ბუქსირებადი ქვემეხის 2А36 Гиацинт-Б-ს შემუშავება 1968 წელს, პერმის მანქანათმშენებლობის ქარხანამ დაიწყო. თავიდანვე დაპროექტდა 2 ვარიანტი, ბუქსირებადი 2А36 და 2А37 თვითმავალი სისტემა 2С5-ისთვის. საცდელი ნიმუშები იცდებოდა 1971–72 წლებში. 2А36 Гиацинт-Б საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 1976 წელს შევიდა. ქვემეხი შექმნილია საარტილერიო ბატარეების, ტანკების და სხვა შეჯავშნული ტექნიკის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების, ცოცხალი ძალის  , ჰაერსაწინააღმდეგო... Continue Reading →

152 მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა 2А65 Мста-Б

საბჭოთა წარმოების 152 მმ ბუქსირებადი ჰაუბიცა Мста-Б-ს დაპროექტება საბჭოთა კავშირის ცენტრალურ საკონსტრუქტორო ბიურო Титан-ში, 1976 წელს, მთავარი  კონსტრუქტორის გიორგი სერგეევის ხელმძღვანელობით დაიწყო.შემუშავებისას მიზანი იყო შეექმნათ თვისობრივად ახალი ჰაუბიცა, რომელსაც გაზრდილი ექნებოდა სროლის მანძილი, სწრაფსროლა,  ლულის ვერტიკალური დამიზნების კუთხე, მანევრირების საშუალება და საბრძოლო მასალის მომატებული ეფექტურობა. ვიდრე ჰქონდათ მანამდე შეიარაღებაში მყოფ ჰაუბიცებს МЛ-20, Д-1 და Д-20. ... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑