Нож და Дуплет – უკრაინული დინამიკური დაცვის კომპლექტები ჯავშანტექნიკისთვის.

Нож ის და Дуплет ის ტიპის დინამიკური დაცვის კომპლექტები აქტიურადაა გამოყენებული უკრაინული წარმოების ტანკებზე - Т-64 БМ Булат, Т-84, БМ Оплот, T-64 და T-72 ების მოდერნიზაციის სხვადასხვა ვარიანტებზე. Нож ის პანელების განლაგება ტანკზე Нож ის პანელების განლაგება ტანკზე დინამიკური დაცვის სისტემა Нож ამ სისტემების III თაობას განეკუთვნება და გათვლილია როგორც კუმულაციური ასევე ქვეკალიბრული ჭურვების შეკავებაზე.... Continue Reading →

პენტაგონმა ERCA-ს პერსპექტიული პროგრამა დახურა.

პენტაგონმა ლულიანი არტილერიის ღრმა მოდერნიზაციის მიმართულებით ERCA-ს პერსპექტიული პროგრამა დახურა. 2025 წლის ბიუჯეტით M1299 ERCA-ს ტიპის ახალი თაობის თვითმავალ ჰაუბიცებზე მუშაობა აღარ გაგრძელდება. M1299 წარმოადგენს ახალი თაობის 155 მმ თვითმავალ ჰაუბიცას რომელიც ERCA-ს (Extended Range Cannon Artillery) პროგრამის ფარგლებში შემუშავდა აშშ-ში M109A7 Paladin ის ბაზაზე. სისტემას ახალი XM907E2 ტიპის 58 კალიბრიანი ახალი თაობის ლულით, ჩვეულებრივი... Continue Reading →

კუმულაციური მუხტების შესახებ

რა არის კუმულაციური ეფექტი? II მსოფლიოს ომიდან მოყოლებული სხვადასხვა ტანკსაწინააღმდეგო და საინჟინრო საბრძოლო მასალაში კუმულაციური მუხტები აქტიურად გამოიყენება. კუმულაციური მუხტი წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის ფეთქებადი ნივთიერებისგან ქარხნულ ან კუსტარულ პირობებში ჩამოსხმულ ან დაწნეხილ ფეთქებად მუხტს, რომლის მუშაობაც დაფუძნებულია კუმულაციური ეფექტის პრინციპზე და განკუთვნილია სხვადასხვა სისქის საჯავშნე მასალის გასახვრეტად. კუმულაციური ეფექტი არის სპეციფიური ძაბრის ფორმის მუხტის აფეთქების... Continue Reading →

აკუსტიკური სენსორული სისტემა Звук – რუსული საფრენი აპარატების აღმოსაჩენად.

აკუსტიკური სენსორული სისტემა Звук - რუსული საფრენი აპარატების აღმოსაჩენად. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები რუსეთის მხრიდან გაშვებული სხვადასხვა ტიპის დრონების და ფრთოსანი რაკეტების აღმოსაჩენად, მათი ფრენის მარშუტების დასადგენად კლასიკურ რადიოტექნიკურ საშუალებებთან ერთად აქტიურად იყენებს სატელეკომუნიკაციო ანძებზე დამონტაჟებულ პასიურ აკუსტიკურ კომპლექს Звук-ს. კომპლექსი წარმოადგენს რეფლექტორული ამრეკლის, მიკროფონის და ინფორმაციის გადამცემი მოდულის ერთობლიობას. კომპლექსები შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით ჩართულია ინფორმაციის... Continue Reading →

წლის მნიშვნელოვანი სამხედრო-ტექნიკური სიახლეები Eurosatory-2024 დან

წლის მნიშვნელოვანი სამხედრო-ტექნიკური სიახლეები Eurosatory-2024 დან. 17-21 ივნისი. გამოფენა Eurosatory პრაქტიულად მსოფლიოში უდიდესია, ორ წელიწადში ერთხელ აქ წარმოდგენილი შეიარაღების ნიმუშებით წამყვანი კომპანიები მსოფლიოში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში ერთგვარ ტრენდს და მიმართულებებს აჩვენებენ. წლევანდელ გამოფენაზე განსაკუთრებული აქცენტი ჯავშანტექნიკის, არტილერიის და უპილოტო რობოტიზებული სისტემების მიმართულებით იყო. გამოფენაზე წარმოდგენილ ნიმუშებზე აშკარად იგრძნობოდა რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიღებული უდიდესი გამოცდილება. წარმოდგენილი... Continue Reading →

სომხეთი საფრანგეთისგან 36 ერთეულ CAESAR Mk-1 ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას შეიძენს.

მეზობელი სომხეთი საფრანგეთისგან 36 ერთეულ (2 დივიზიონი) CAESAR Mk-1 ის ტიპის 155 მმ კალიბრიან თვითმავალ ჰაუბიცას შეიძენს. საფრანგეთ-სომხეთის სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში სისტემების მიწოდება მათზე გაზრდილი მოთხოვნის მიხედავად დაჩქარებულ ტემპებში მოხდება. უკრაინაში მიმდინარე ომში გამოჩნდა, რომ სხვადასხვა დასავლურ საარტილერიო სისტემებს შორის ყველაზე მაღალი ეფექტურობით სწორედ ფრანგული CAESAR მუშაობს. ამას გარდა 73 ერთეული MarG155BR ტიპის თვითმავალი და... Continue Reading →

NATO, Россия, Україна

რეალურად NATO-ს სამხედრო რესურსი დღეს რუსეთს ერთი თითით ეომება, ისიც უკრაინის ხელით. ამავე დროს რუსეთმა 2024 წლის მდგომარეობით, ომის გამოუცხადებლად, საკუთარი საწარმოო, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური რესურსის თითქმის მაქსიმუმი აამუშავა და მიიტანა ბრძოლის ველზე ჯარების ყველა სახეობაში და გვარეობაში. (გარდა ბირთვულისა). 2023 წლის შუა პერიოდამდე კიდევ გრძელდებოდა ეტაპი როცა რუსეთს შეეძლო ტექნოლოგიური სიახლეების გამოჩენა, უკვე ერთი... Continue Reading →

უკრაინის საჰაერო ძალებს საფრანგეთიდან 12 ერთეულამდე Mirage 2000-5F ტიპის გამანადგურებელი გადაეცემა

2024 წლის ბოლომდე უკრაინის საჰაერო ძალებს საფრანგეთიდან 12 ერთეულამდე Mirage 2000-5F ტიპის გამანადგურებელი გადაეცემა. ამ ეტაპზე საფრენგეთის შეიარაღებაში 24-26 ერთეული ერთ ადგილიანი Mirage 2000-5F ია საბრძოლო მდგომარეობაში. კლასიფიკაციით Mirage 2000-5 დაახლოებით F-16 ის წონით კატეგორიაშია. კლასი - მსუბუქი გამანადგურებელი მწარმოებელი - Dassault Aviation პირველი აფრენა - 1990 წ ეკიპაჟი -1 პილოტი მაქსიმალური ასაფრენი მასა -... Continue Reading →

უკრაინაში Ланцет-ის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენების სტატისტიკა

სტატისტიკა რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას Ланцет-ის ტიპის რუსული ბარაჟირებადი კამიკაძე დრონების გამოყენებაზე, 2022 წლის ივლისიდან 2024 წლის 31 მაისამდე მდგომარეობით.

შვედეთი უკრაინას 2 ცალ Saab 340 AEW&C ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს მიაწვდის

შვედეთი უკრაინას მიაწვდის 2 ცალ Saab 340 AEW&C ტიპის შორეული რადიოლოკაციური აღმოჩენის და საავიაციო ოპერაციების მართვის თვითმფრინავს. მოკლედ შვედური პატარა "ავაქსებია". თვითმფრინავი მსუბუქი "ავაქსების" კატეგორიას განეკუთვნება და ამერიკულ E-3 Sentry და რუსული A-50 თან შედარებით მცირე ზომების და შედარებით შეზდუდული ტექნიკური შესაძლებლობებისაა, მრგვალი მბრუნავი რადიოლოკაციური სადგურის ნაცვლად ფიუზელაჟის ზედა ნაწილში დამონტაჟებულია PS-890 Erieye ტიპის S... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑