ტანკი Leopard 2A4 PL

ტანკი სტანდარტული გერმანული Leopard 2A4 ის მოდერნიზებულ პოლონურ კონფიგურაციას წარმოადგენს. მის პირველად ვარიაციებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2002-2003 წლებიდან იწყება, როდესაც პირველი 128 ერთეული Leopard 2A4 ები გამოჩნდა პოლონური შძ-ის შეიარაღებაში. ტანკების პარტია გერმანიაში 1985-1987 წლებში იყო წარმოებული. მოდერნიზაციის პროექტზე გერმანული კონცერნი Rheinmetall და პოლონური სამხედრო-სამრეწველო გაერთიანება PGZ მუშაობდნენ. პროგრამა 622 მილიონი დოლარი დაჯდა. მოდერნიზაცია შეეხო... Continue Reading →

უკრაინული ტანკი Т-84 Оплот

უკრაინული ტანკი Т-84 Оплот, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელის ტანკი რუსეთ-უკრაინის ომში, აღმოსავლეთ მიმართულებაზე. პირველი მოდიფიკაციის 2 ერთეული ტანკი Т-84 (объект 478ДУ7 და объект 478ДУ2) შემუშავებულია Т-80УД-ს ბაზაზე 1994-1999 წლებში ხარკოვის სატანკო ქარხნის მიერ. 2001-3 წლებში კი დამზადდა გაუმჯობესებული объект 478ДУ9 T-84У Оплот-ის მცირე პარტია 10 ტანკის მოცულობით, რომელიც უკრაინის არმიამ შეიარაღებაში მიიღო. 2000-იანი წლების დასაწყისში... Continue Reading →

PT-91 Twardy პოლონური ტანკი

პოლონეთი უკრაინას ლეოპარდებთან ერთად 60 ერთეულ (2 ბატალიონი) PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკს გადასცემს. 2021 წლის მდგომარეობით პოლონეთის სახმელეთო ჯარებს 233 ცალი PT-91 გააჩნდა შეიარაღებაზე. ტანკი წარმოადგენს საბჭოთა Т-72 ის პოლონური ლიცენზირებული ვარიანტის Т-72М-ის ღრმა მოდერნიზებულ ვარიანტს. მოდერნიზაციის პროგრამა T-72M1 ის ბაზაზე 1991 წელს პოლონური კომპანიების OBRUM-ის და Bumar Group-ის მიერ დაიწყო. სამოდერნიზაციო პროგრამის საკონსტრუქტორო ნაწილი... Continue Reading →

AMX-10RCR ფრანგული საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა

2023 წლის პირველივე დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საფრანგეთი უკრაინას გარკვეული რაოდენობით მიაწვდის AMX-10RCR ტიპის ბორბლებიან საცეცხლე მხარდაჭერის მანქანებს. ზოგს ზედმეტი მოლოდინები აქვს მის საბრძოლო შესაძლებლობებზე, ზოგი ბორბლებიან მსუბუქ ტანკსაც ეძახის შეცდომით. კლასიფიკაცია... რეალურად ეს არ არის კლასიკური ტანკი, თუმცა არაოფიციალურად ეძახიან. ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული ასეთი მანქანები კლასიფიცირდება როგორც tank destroyer ან ზოგ კონფიგურაციაში ჯავშანსაკავალერიო... Continue Reading →

ერთი უბედური ღრუსული ტანკის ისტორია…

რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული Т-80УМ-2 ტიპის ტანკის ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიას ჰყავდა 2022 წლის მარტში სუმის ოლქში განადგურდა. ეს პრაქტიკულად Т-80У-ს ყველაზე ნატანჯი მოდიფიკაცია იყო, რომელზეც ექსპერტიმენტის სახით საბჭოთა აქტიური დაცვის სისტემა Дрозд იყო დამონტაჟებული. 90-იანი წლების კრიზისის პერიოდში 1995 წელს საცდელ-ექსპერიმენტული მოდიფიკაცია Т-80УМ-2 ომსკის სატანკო ქარხანამ შეიმშავა. სტანდარტული Т-80У-ს ბაზაზე შემუშავებულ... Continue Reading →

აშშ-ის არმიას პირველი რებ მანქანა TLS-BCT გადაეცა

კომპანია Lockheed Martin-მა აშშ-ის არმიას ბრიგადის ზომის შენაერთზე გათვლილი უახლესი რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის კომპლექსი TLS-BCT ის პირველი საცდელი ნიმუშები მიაწოდა. ( Terrestrial Layer System-Brigade Combat Team) კომპლექსი აგებულია Stryker-ის 8X8 პლატფორმაზე და მისი დანიშნულება ბრიგადის საბრძოლო დაჯგუფების სამოქმედო რაიონში მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების გამოვლენა და ჩახშობაა. კომპლექსი ინტეგრირებულია C-4ISR მართვა-კონტროლი-კავშირი-დაზვერვის ციფრულ სისტემაში სადაც ასევე ინტეგრირებულია... Continue Reading →

XM2001 Crusader – ექსპერიმენტული ჰაუბიცა

XM2001 Crusader - ამერიკული ექსპერიმენტული 155 მმ კალიბრის ახალი თაობის თვითმავალი ჰაუბიცა. სისტემაზე ამერიკული კომპანია United Defense 1999-2002 წლებში მუშაობდა, საბრძოლო მანქანის შეიარაღებაში მიღება კი 2008 წლისთვის იყო დაგეგმილი და მას შეიარაღებაში მყოფი თვითმავალი ჰაუბიცა M-109A6 Paladin უნდა შეეცვალა, თუმცა 2002 წელს პროგრამა შეჩერდა... მძიმე წონიანი და ნაკლებად მობილური Crusader ვეღარ ჯდებოდა აშშ-ის არმიის განვითარების... Continue Reading →

Stormer HVM-ის შესახებ

ბრიტანული მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM წარმოადგენს მუხლუხოიანი ჯავშანმანქანა Alvis Stormer-ის ბაზაზე აგებულ ახლო მანძილზე მოქმედ ავტონომიურ საჰაერო თავდაცვის კომპლექსს, რომელშიც გაერთიანებულია: ❶ სარაკეტო გამშვები პლატფორმა - შეუძლია Starstreak-ის და Martlet LMM-ის ტიპის საზენიტო რაკეტების სროლა. ❷ AIR DEFENCE ALERTING DEVICE (ADAD) საჰაერო თავდაცვის ადრეული გაფრთხილების სისტემა ინფრაწითელი სპექტრის სენსორით. მისი დანიშნულებაა სამიზნეების კლასიფიკაცია და... Continue Reading →

ყუმბარმტყორცნი RPG-32 Nashshab

2022 წლის აგვისტოში უკრაინის შეიარაღებაში მოულოდნელად გამოჩნდა იორდანული კომპანია JADARA-ს მიერ ლოცენზიით იორდანიაში აწყობილი RPG-32 "Nashshab"-ის ტიპის ყუმბარმტყორცნები, რომელიც რუსული РПГ-32-ის ლიცენზირებული მოდიფიკაციაა. თავიდან ყუმბარმტყორცნის იორდანიისთვის განკუთვნილ საექსპორტო ვერსიას "ხაშიმი" ერქვა, შემდეგში კი იორდანიამ თავად დაიწყო წარმოება Nashshab-ის სახელით. ზოგადად ამ ყუმბარმტყორცნზე რუსული კომპანია Базальт სპეციალურად იორდანიის არმიის დაკვეთით ჯერ კიდევ 2005 წლიდან მუშაობდა. 2013... Continue Reading →

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი BGM-71 TOW

სისტემა "ტოუს" პირველადი მოდიფიკაციები აშშ-ის შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1970 წლიდან გამოჩნდა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და წარმატებულ ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექსად ითვლება. შემუშავებულია კომპანია Hughes Aircraft-ის მიერ. წლების განმავლობაში დამზადებულია 700 000 ზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის რაკეტა რომელიც მსოფლიოს 40 ზე მეტი ქვეყნის შეირაღებაშია. "ტოუ" პირდაპირი ანალოგია მსოფლიოში ასევე ძალიან გავრცელებული საბჭოთა წარმოების 9К111... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑