რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული Т-80УМ-2 ტიპის ტანკის ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიას ჰყავდა 2022 წლის მარტში სუმის ოლქში განადგურდა.
ეს პრაქტიკულად Т-80У-ს ყველაზე ნატანჯი მოდიფიკაცია იყო, რომელზეც ექსპერტიმენტის სახით საბჭოთა აქტიური დაცვის სისტემა Дрозд იყო დამონტაჟებული.

90-იანი წლების კრიზისის პერიოდში 1995 წელს საცდელ-ექსპერიმენტული მოდიფიკაცია Т-80УМ-2 ომსკის სატანკო ქარხანამ შეიმშავა. სტანდარტული Т-80У-ს ბაზაზე შემუშავებულ ტანკს საბჭოთა პერიოდში შემუშავებული აქტიური დაცვის სისტემა Дрозд დაუყენეს და წლების განმავლობაში აქტიურად სთავაზობდნენ სხვადასხვა პოტენციურ კლიენტებს.

თუმცა Т-80УМ-2 ით სერიოზულად არავინ დაინტერესებულა და მანქანა ერთი ეგზმპლიარის სახით დარჩა.
უკვე 2021 წელს დავიწყებული Т-80УМ-2 სამხედრო სწავლება Запад-2021 ის ფარგლებში ბელორუსიაში გამოჩნდა, კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიის შემადგენლობაში. ახალ ფოტოებზე ტანკზე უკვე ТКБ-0252 Дрозд-2 ტიპის გაუმჯობესებული აქტიური დაცვის სისტემა ეყენა.

ომის დაწყების შემდეგ ტანკი რუსებმა სუმის ოლქში შეიყვანეს სადაც მარტის თვეში განადგურდა კიდეც, სხვა 90 ერთეულ Т-80 თან ერთად რომელიც მე-4 სატანკო დივიზიამ უკრაინაში დაკარგა.
Т-80УМ-2 სავარაუდოდ ჯაველინით იქნა განადგურებული, ტანკზე დეტონაცია განიცადა საბრძოლო კომპლექტმა და აფეთქების ძალამ კოშკურაც მოგლიჯა.
…………
რას წარმოადგენს თვითონ აქტიური დაცვის სისტემა Дрозд?
პირველადი მოდიფიკაციის 1030М Дрозд შემუშავდა ჯერ კიდევ 1977-1978 წლებში, ქალაქ ტულაში არსებულ საკონსტრუქტორო ბიურო ЦКБ-14-ში. თავდაპირველად სისტემა Т-55АД მოდიფიკაციის ტანკებზე იტესტებოდა. 80-იანი წლების ბოლოდან უკვე შემუშავდა გაუმჯობესებული Дрозд-2 იც.

სისტემის დანიშნულეებაა ტანკისკენ ნასროლი სხვადასხვა ტიპის ჯავშანგამტანი ჭურვების ჰაერში განადგურება, მანამ სანამ ჭურვი უშუალოდ ტანკის ჯავშანს დაეჯახება.
ამისათვის კომპლექსის ძირითადი კომპონენტებია 24,5 GHz-ზე მომუშავე მცირე ზომის რადიოლოკაციური სადგური და მსხვრევადი ელემენტის გამშვები 4 მოდული 8 ჭურვით.

მორტირებში 3ОФ53 ტიპის 107 მმ კალიბრის 9 კგ-იანი მსხვრევადი ჭურვებია მოთავსებული.
ტანკის კოშკურის შუა უკანა ნაწილში მდგარი რადარი 70 დან 700 მ/წმ-მდე სიჩქარით მფრენ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვს 330 მეტრამდე აფიქსირებს, 130 მეტრზე მიახლოვებისას უკვე გაცილებაზე აჰყავს და მისი მიმართულებით მსხვრევად ელემენტს ისვრის, რომლის საწყისი სიჩქარეც 190 მ/წმ-ია ტანკის კორპუსიდან 6-8 მეტრში ფეთქდება. აფეთქებისას წარმოქმნილი 3 გრამი მასის ნამსხვრევები ±30° ით, 1600 მ/წმ სიჩქარით იფანტება და წარმოქმნის 120 ნამსხვრევი/1 მ²-ზე სიმჭიდროვის ფარდას, რომელში გავლისას ტანკისკენ ნასროლი ჭურვი ზიანდება ან ნადგურდება. 1 კომპლექტი 1030М Дрозд იმ პერიოდში 30 000 დოლარად იყო შეფასებული და სხვადასხვა გათვლებით ბრძოლის ველზე ტანკის სიცოცხლისუნარიანობას 1,2-1,5 ჯერ ზრდიდა.
1 ცალი მსხვრევადი ელემენტის ეფექტურობის მაჩვენებელი კუმულაციურ ყუმბარებზე 0.7 ს, შედარებით ნელა მფრენ მართვად რაკეტებზე კი 1.0-ს შეადგენდა.
Дрозд-2 ის ტექნიკური მაჩვენებლები და შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული. (ტტმ მოცემულია სურათში).

Leave a comment