PATRIA PASI (Patria XA-180)

უკრაინაში ფინური ამფიბია ჯავშანტრანსპორტიორი PATRIA PASI (Patria XA-180) გამოჩნდა. 1984 წლიდან მოყოლებული სულ 1000-მდე სხვადასხვა კონფიგურაციის ჯავშანმანქანა PASI დაამზადა კომპანია Patriam, რომლებიც ფინეთის, ავსტრიის, ესტონეთის, ნორვეგიის, დანიის და ჰოლანდიის შეიარაღებაშია. მანქანის ჯავშანი 10 მმ სისქის ფურცლოვანი ფოლადისგანაა შესრულებული, რომელიც 7,62 მმ ჯავშანგამტანი ტყვიების და ნამსხვრევების შეკავებას უზრუნველყოფს. ტტმ: სავალი ნაწილის ფორმულა - 6 × 6... Continue Reading →

ტანკი Leopard 2A4 PL

ტანკი სტანდარტული გერმანული Leopard 2A4 ის მოდერნიზებულ პოლონურ კონფიგურაციას წარმოადგენს. მის პირველად ვარიაციებზე მუშაობა ჯერ კიდევ 2002-2003 წლებიდან იწყება, როდესაც პირველი 128 ერთეული Leopard 2A4 ები გამოჩნდა პოლონური შძ-ის შეიარაღებაში. ტანკების პარტია გერმანიაში 1985-1987 წლებში იყო წარმოებული. მოდერნიზაციის პროექტზე გერმანული კონცერნი Rheinmetall და პოლონური სამხედრო-სამრეწველო გაერთიანება PGZ მუშაობდნენ. პროგრამა 622 მილიონი დოლარი დაჯდა. მოდერნიზაცია შეეხო... Continue Reading →

უკრაინული ტანკი Т-84 Оплот

უკრაინული ტანკი Т-84 Оплот, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელის ტანკი რუსეთ-უკრაინის ომში, აღმოსავლეთ მიმართულებაზე. პირველი მოდიფიკაციის 2 ერთეული ტანკი Т-84 (объект 478ДУ7 და объект 478ДУ2) შემუშავებულია Т-80УД-ს ბაზაზე 1994-1999 წლებში ხარკოვის სატანკო ქარხნის მიერ. 2001-3 წლებში კი დამზადდა გაუმჯობესებული объект 478ДУ9 T-84У Оплот-ის მცირე პარტია 10 ტანკის მოცულობით, რომელიც უკრაინის არმიამ შეიარაღებაში მიიღო. 2000-იანი წლების დასაწყისში... Continue Reading →

PT-91 Twardy პოლონური ტანკი

პოლონეთი უკრაინას ლეოპარდებთან ერთად 60 ერთეულ (2 ბატალიონი) PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკს გადასცემს. 2021 წლის მდგომარეობით პოლონეთის სახმელეთო ჯარებს 233 ცალი PT-91 გააჩნდა შეიარაღებაზე. ტანკი წარმოადგენს საბჭოთა Т-72 ის პოლონური ლიცენზირებული ვარიანტის Т-72М-ის ღრმა მოდერნიზებულ ვარიანტს. მოდერნიზაციის პროგრამა T-72M1 ის ბაზაზე 1991 წელს პოლონური კომპანიების OBRUM-ის და Bumar Group-ის მიერ დაიწყო. სამოდერნიზაციო პროგრამის საკონსტრუქტორო ნაწილი... Continue Reading →

AMX-10RCR ფრანგული საცეცხლე მხარდაჭერის მანქანა

2023 წლის პირველივე დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საფრანგეთი უკრაინას გარკვეული რაოდენობით მიაწვდის AMX-10RCR ტიპის ბორბლებიან საცეცხლე მხარდაჭერის მანქანებს. ზოგს ზედმეტი მოლოდინები აქვს მის საბრძოლო შესაძლებლობებზე, ზოგი ბორბლებიან მსუბუქ ტანკსაც ეძახის შეცდომით. კლასიფიკაცია... რეალურად ეს არ არის კლასიკური ტანკი, თუმცა არაოფიციალურად ეძახიან. ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული ასეთი მანქანები კლასიფიცირდება როგორც tank destroyer ან ზოგ კონფიგურაციაში ჯავშანსაკავალერიო... Continue Reading →

ერთი უბედური ღრუსული ტანკის ისტორია…

რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული Т-80УМ-2 ტიპის ტანკის ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიას ჰყავდა 2022 წლის მარტში სუმის ოლქში განადგურდა. ეს პრაქტიკულად Т-80У-ს ყველაზე ნატანჯი მოდიფიკაცია იყო, რომელზეც ექსპერტიმენტის სახით საბჭოთა აქტიური დაცვის სისტემა Дрозд იყო დამონტაჟებული. 90-იანი წლების კრიზისის პერიოდში 1995 წელს საცდელ-ექსპერიმენტული მოდიფიკაცია Т-80УМ-2 ომსკის სატანკო ქარხანამ შეიმშავა. სტანდარტული Т-80У-ს ბაზაზე შემუშავებულ... Continue Reading →

აშშ-ის არმიას პირველი რებ მანქანა TLS-BCT გადაეცა

კომპანია Lockheed Martin-მა აშშ-ის არმიას ბრიგადის ზომის შენაერთზე გათვლილი უახლესი რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის კომპლექსი TLS-BCT ის პირველი საცდელი ნიმუშები მიაწოდა. ( Terrestrial Layer System-Brigade Combat Team) კომპლექსი აგებულია Stryker-ის 8X8 პლატფორმაზე და მისი დანიშნულება ბრიგადის საბრძოლო დაჯგუფების სამოქმედო რაიონში მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების გამოვლენა და ჩახშობაა. კომპლექსი ინტეგრირებულია C-4ISR მართვა-კონტროლი-კავშირი-დაზვერვის ციფრულ სისტემაში სადაც ასევე ინტეგრირებულია... Continue Reading →

რა არის Терминатор?

რა არის რუსული ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანა БМПТ Терминатор-2 და რა შეუძლია რეალურად? შიშს დიდი თვალები აქვს, თავის დროზე T-72, T-80 და T-90-იც აუფეთქებელი ეგონათ. რეალურად ამ კონცეფციის მანქანა ცივი ომის საბჭოთა ტანკმშენებლობის ტიპიური პირმშოა. მანქანის პირდაპირი დანიშნულებაა, სატანკო ქვედანაყოფისთვის სხვადასხვა ტიპის რელეფზე ან დასახლებულ პუნქტში ბრძოლისას კომბინირებული საცეცხლე მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის სამიზნეების წინააღმდეგ. მისი... Continue Reading →

100 წელი ბრძოლის ველზე

2016 წლის 15 სექტემბერს ზუსტად 100 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც პირველ მსოფლიო ომში, 1916 წლის 15 სექტემბერს ბრიტანულმა ჯარებმა მდინარე სომასთან გამართულ ბრძოლაში კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენეს საბრძოლო ტექნიკის უახლესი სახეობა ტანკი … ბრძოლის დაწყებამდე  ბრიტანული ჯარების შეიარაღებაში 49 ერთეული Mark I ტიპის ტანკი იყო, აქედან ფრონტის ხაზამდე მიღწევა და ფრონტის 5 კმ სიღრმეზე გარღვევა... Continue Reading →

მომავლის ტანკი ბუნდესვერისთვის ანუ “ტანკი-რევოლუცია” გერმანულად

2010 წელს გერმანელმა კონსტრუქტორებმა საკუთარი ტანკის Leopard 2-ის უკანასკნელი მოდიფიკაცია ტანკი Revolution წარმოადგინეს. ტანკმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა არა ჯავშანსატანკო ტექნიკის სპეციალისტებში. მცირე ანალიზის შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ გერმანული ტანკმშენებლობა ბოლო ორი ათეული წელია სტაგნაციის პერიოდშია. საქმე იმაშია რომ ჯერ კიდევ 90 იან წლებში გერმანელი ინჟინრები უკვე მუშაობდნენ იმ დროისათვის მართლაც რევოლუციურ პროექტზე, მოდულური კონსტრუქციის მომავლის ტანკ NGP-ზე, რომელიც... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑