კომპანია Lockheed Martin-მა აშშ-ის არმიას ბრიგადის ზომის შენაერთზე გათვლილი უახლესი რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის კომპლექსი TLS-BCT ის პირველი საცდელი ნიმუშები მიაწოდა. ( Terrestrial Layer System-Brigade Combat Team)

კომპლექსი აგებულია Stryker-ის 8X8 პლატფორმაზე და მისი დანიშნულება ბრიგადის საბრძოლო დაჯგუფების სამოქმედო რაიონში მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული მოწყობილობების გამოვლენა და ჩახშობაა.
კომპლექსი ინტეგრირებულია C-4ISR მართვა-კონტროლი-კავშირი-დაზვერვის ციფრულ სისტემაში სადაც ასევე ინტეგრირებულია ზედა რგოლის რებ-ის და რადიოტექნიკური დაზვერვის კომპლექსი TLS-EAB (Echelons Above Brigade).
მანქანები დანიშნულების მიხედვით მაღალტექნოლოგიური ანალოგებია რუსული РБ-301Б Борисоглебск-2 და Р-330Ж Житель-ის.



Leave a comment