Panhard VBR- ტაქტიკური ჯავშანმანქანა

მანქანა კონსტრუირებულია და ფრანგული კომპანია Panhard General Defense-ს მიერ, 2002 წელს. წარმოადგენს მსუბუქი VBL-ის ზომაში და წონაში გაზრდილ ვარიანტს უფრო მძიმე შეიარაღების დასამონტაჟებლად. მანქანის კორპუსი წარმოადგენს მონოკოკის ტიპის კაფსულას V-ს ფორმის ნაღმსაწინააღმდეგო ფსკერით.
ძირითადი ჯავშანი უზრუნველყოფს STANAG 4569 Level 2 დაცვის დონეს, თუმცა მოდულურად მისამაგრებელი კერამიკული პანელების საშუალებით შეჯავშნა STANAG 4569 Level 3 დონემდე ადის. მანქანის კორპუსში მძღოლის და მეთაურის სამუშაო ადგილის უკან სივრცე შეადგენს 5.2 მ3-ს სადაც სხვადასხვა შეიარაღების ოპერატორი და დესანტი თავსდება.


MTU 4R106 ტიპის ძრავი შეესაბამება EURO III სტანდარტს. 
გადაცემათა კოლოფი სრულად ავტომატური  6 სიჩქარიანი Allison ან გერმანული ZF.  პნევმატური დაკიდების სისქემა კლირენსის რეგულირების საშუალებას იძლება. აქვს ბლოკირებადი დიფერენციალი. მანქანას არ აქვს ამფიბიური თვისებები თუმცა გათვლილია 1 მეტრი სიღრმის წყლის წინაღობის გადალახვაზე.
კონსტრუირებისას მანქანა ჩაფიქრებული იყო როგორც სადაზვერვო ან საცეცხლე მხარდაჭერის უნივერსალური პლატფორმა. მასზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ათეულობით სხვადასხვა დანიშნულების საიარაღო მოდული ან სხვადასხვა სადაზვერვო აპარატურა.


მანქანის სავალი ნაწილი და ზოგადი კონსტრუქცია ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია სხვადასხვა დანიშნულების საარმიო ჯავშანმანქანებისთვის, როგორიცაა პასიური და აქტიური ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის მანქანები, რადიოქიმიური დაზვერვის მანქანები, ტანკსაწინააღმდეგო მანქანები, საარტილერიო დაზვერვის მანქანები, კავშირგაბმულობის მანქანები, 2 საკაციანი სამედიცინო-საევაკუაციო მანქანები და სხვა.

მანქანის გათანაწყობა

1. ჩაშენებული ფარები.
2. ცილუნდრული სავენტილაციო ცხაურები, კაპოტის ზედა მხარეს.
3. ტრაპეციისებური ფორმის წინა შუშები
4. უკანა ფარები დამაგრებული მანქანის კუდა ნაწილზე
5. უკანა დიდი კარები, იღება მარცხნივ.
6. ფირფიტოვანი ცხაური მარჯვენა მარცხენა მხარეს
7. გვერდითა კარებები
8. ბორტის მარცხენა მხარეს არსებული ლუკი
9. დისტანციური მოდული.

VBR და VBL

ტტმ:

ეკიპაჟი – 2+2 / 2+7
წამყვანი ბორბლების რაოდენობა – 4
ცარიელი მასა – 7.6 ტონა
მაქსიმალური მასა – 11.5 ტონა
სიგრძე – 5.45
სიგანე – 2,5 მეტრი
სიმაღლე – 1,9 მეტრი
კარებების რაოდენობა – 4 გვერდებზე, 1 უკან.
ძრავა – MTU 4R106 დიზელი
ძრავის სიმძლავრე – 325 ცხ.ძალა
მაქსიმალური სიჩქარე – 110 კმ/სთ
სვლის მარაგი – 1000 კმ
გადალახვადი წინაღობები:
დაგვერდება – 30 %
აღმართი – 60 %
ვერტიკალური წინაღობა – 50 სმ
ტრანშეა – 50 სმ
წყლის წინაღობა – 1 მეტრი სიღრმის. 

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑