LRAD (Long-range acoustic device) ის “ხმოვანი ქვემეხები კლასიფიცირდება როგორც acoustic hailing device (AHD) და განეკუთვნება მიმართული ენერგიის იარაღის სახეობას (DEW).
თავდაპირველად შემუშავდა აშშ ის ფლოტის დაკვეთით, 2000 წლის 12 ოქტომბერს იემენში აშშ-ის ფლოტის საესკადრო ნაღმოსან Cole (DDG-67) ზე ალ-ქაიდას თვითმკვლელი ტერორისტების მიერ დანაღმული ნავის დაჯახების შემდეგ.

სისტემა შეიმუშავა კომპანია ATC-იმ 2002 წელს. კომპანიას 2010 დან ეწოდა LRAD Corporation, 2019 წლიდან კი დაერქვა Genasys.
LRAD-ის სხვადასხვა კონფიგურაციები გამოიყენება მცურავი საშუალებებიდან ხმოვანი შეტყობინების შორ მანძილებზე გადასაცემად, გემების მეკობრეებისგან დასაცავად, ცხოველების დასაფრთხობად და რათქმაუნდა მასობრივი არეულობების აღსაკვეთად.

კონსტრუქციულად წარმოადგენს მაღალსიხშირული აკუსტიკური ტალღების წარმომქმნელ დინამიკებს რომელიც
30 ° დან 60° მდე სექტორზე უშვებს მაქსიმუმ 162 დბ დონის შემაწუხებელ ან გაუსაძლის ხმას, მასიმალურ 3500 მეტრამდე მანძილზე (30° ით 5000 მეტრამდეც).
სტანდარტული ადამიანის ყურს შეუძლია მეტნაკლებად გაუძლოს 120 დეციბელამდე გაბმულ ხმაურს, თუმცა სმენის დასაცავად 90 დბ ის მაღლა საჭიროა ყურის დაცვა.
LRAD ის სისტემების მინიმალური მაჩვენებელი 135 დბ-ია 1 მეტრში.
საპოლიციო LRAD-ები მუშაობენ 137-154 დბ -მდე დიაპაზონში, შეუძლიათ გამოიწვიონ ტკივილი, დეზორიენტაცია, გულისრევა , შაკიკი და ყურის მუდმივი დაზიანება.



Leave a comment