სტატიის წაკითხვამდე უმჯობესია ჯერ გაეცნოთ ამ სტატიას > ორიოდე სიტყვით თანამედროვე მოდულურ ტაქტიკურ ჯავშანმანქანებზე
…………………
TATRA 815 Patriot MATMMV / HUSAR 4×4 (პოლონური მოდიფიკაცია)
უახლესი ჩეხური წარმოების მოდულური ჯავშანმანქანა T815 Patriot MATMMV (Medium Armoured Tactical Multi-Mission Vehicle) შემუშავებულია კომპანია Excalibur Army-ის მიერ.
მანქანის საქარხნო გამოცდები 2018 წელს დაიწყო.
ჯავშანმანქანა წარმოადგენს საშუალო წონითი კატეგორიის მოდულური ტაქტიკური მანქანების კლასს გაძლიერებული ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობით და კორპუსის მოდულარული კონსტრუქციით.
კორპუსის აგების ტექნოლოგია წარმოადგენს ერთგვარ ლეგოს პრინციპს და დაპატენტებულია Kitted Hull Concept სახელწოდებით. მანქანა აგებულია კომერციული დანიშნულების სამხედრო-სამოქალაქო გამოყენების სავალი ნაწილის TATRA FORCE T 815-7-ის ბაზაზე, წარმოებული Tatra Defence Vehicle-ს მიერ. სავალ ნაწილს აქვს დამოუკიდებელი პნევმატური დაკიდების სისტემა კლირენსის რეგულირების ფუნქციით.




ტტმ:
სავალი ნაწილის ფორმულა – 4X4
ძრავი :
ვარიანტი A – 6 ცილინდრიანი დიზელი, 6700 cc, სითხით
გაგრილებდი ძრავი Cummins ISB. სიმძლავრე 285 ცხენის/ძალა (210 kW).
ვარიანტი B – 8 ცილინდრიანი დიზელი TATRA T3C-928-90.
სიმძლავრე 408 ცხენის/ძალა (300 kW).
ძრავის სიმძლავრე: A – 285 ცხენის/ძალა (210 kW). B – 408 ცხენის/ძალა (300 kW)
ტრანსმისია – 7 სიჩქარიანი ავტომატური Allison 3200SP (სარიგებელი კოლოფი TATRA)
მაქსიმალური სიჩქარე – 130 კმ.სთ
სვლის მარაგი – 500 კმ ტრასაზე / 300 კმ უგზოობაში.
ავზის ტევადობა – 150 ლიტრი
საბურავი – 14.00 x R20
კაფსულის ჯავშანდაცულობა – STANAG 4569 Level 3
ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობა – STANAG 4569 Level 2a/2b
დესანტი – 6 კაცი
წინაღობის გადალახვის უნარი – 50 სმ სიმაღლის წინაღობა
ტრანშეის გადალახვის უნარი – 90 სმ სიგანის ტრანშეა
წყლის წინაღობის გადალახვის უნარი – 1 მ სიღრმის მომზადების გარეშე.
მაქსიმალური საბრძოლო მასა არსებულ მოდელზე – 12 ტონა
პოტენციური მაქსიმალური მასა ამ შასიზე – 15 ტონა.
სასარგებლო დატვირთვა – 7,5 ტონა
სიგრძე – 6100 მმ
სიგანე – 2225 მმ
სიმაღლე – 2700 მმ
კლირენსი – 39 სმ
შეიარღება ან სხვადასხვა მოდული – 3 ტონამდე მასის მქონე სისტემები.
…………………..
TATRA Patriot II
Patriot II წარმოადგენს TATRA 815 Patriot-ის უახლეს მოდიფიკაციას. პირველად წარმოდგენილი იქნა 2019 წელს ჩეხეთში გამართულ გამოფენა MSPO 2019 ზე.
მანქანის საბრძოლო მასა გაზრდილია 17,5 ტონამდე და გათვლილია შედარებით უფრო მძიმე შეაირაღების გამოყენებაზე, როგორებიცაა 20/23 მმ ავტომატური ქვემეხები ან მძიმე ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო მოდულები.
ასევე გაზრდილია შეჯავშნის დონეები IV/III დონემდე გვერდითა და ფსკერის პროექციებში.
კაფსულას აქვს ავტომატური ხარძარსაწინააღმდეგო სისტემა კაბინაში და ძრავის ნაკვეთურში, ასევე რადიოქიმიური დაცვის სისტემა (ცენტრალური ფილტრი).
ეკიპაჟი მოთავსებულია აფეთქებასაწინააღმდეგო სკამებზე და მაქსიმალურადაა დაცული საგზაო ან ტანკსაწინააღდეგო ნაღმებისგან აფეთქებისას.
აღსანიშნავის რომ თანამედროვე კონცეფციის გათვალისწინებით რომელიც ერთ-ერთი პირველი ამერიკული წარმოების JLTV-ზე იქნა გამოყენებული ამ მანქანაზეც მსგავსად Patriot I-ისა გვერდითა კარებები ორივე მხარეს იღება. წინა კარები მარცხნივ, უკანა კარები კი მარჯვნივ. უკანა კარის მსგავსი გაღების სქემა საცეცხლე ზემოქმედებისას კარის გაღებისას დამატებით ჯავშანფარს ქმნის, ასევე ბევრად გამარტივებული და სწრაფია ეკიპაჟის ან დესანტის მანქანაში ასვლა ჩამოსვლაც.

ძრავი:
ვარიანტი A – Tatra T3C-928-90 Euro 3 – ტიპის ჰაერით გაგრილებადი, 8 ცილიანდრიანი დოზელის ძრავი, 300 kW/ 408 ცხ/ძალის სიმძლავრის
ვარიანტი B – Cummins ISLe 9 370 წყლით გაგრილებადი ძრავი 210kW/280 ცხ/ძალის სიმძლავრის.
ტტმ:
სიგრძე – 6.25 მეტრი
სავალი ნაწილის სიგრძე – 3650 მმ
სიგანე – 2,55 მეტრი
სიმაღლე – 2,8 მეტრი
მაქსიმალური სიჩქარე – 110 კმ/სთ
სვლის მარაგი – 700 კმ
მაქსიმალური საბრძოლო მასა – 17,5 ტონა
ჯავშანდაცულობა:
ბორტებზე, წინ და უკანა პროექციაში – STANAG 4569 Level 2-4 (ოპციონალური)
ფსკერი – STANAG 4569 Level 2A (ბორბლის ქვეშ) / 2B (ფსკერის ქვეშ) – 6 კგ TNT
STANAG 4569 Level 3A (ბორბლის ქვეშ) / 3B (ფსკერის ქვეშ) – 8 კგ TNTბორტებზე, წინ და უკანა პროექციაში – STANAG 4569 Level 2-4 (ოპციონალური)
ფსკერი – STANAG 4569 Level 2A (ბორბლის ქვეშ) / 2B (ფსკერის ქვეშ) – 6 კგ TNT
STANAG 4569 Level 3A (ბორბლის ქვეშ) / 3B (ფსკერის ქვეშ) – 8 კგ TNT

Leave a comment