ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებში

21-ე საუკუნის მეორე დეკადიდან მოყოლებული, ხელოვნური ინტელექტი (Artificial intelligence-AI) იქცა ერთ-ერთ ყველაზე რევოლუციურ ძალად ჩვენი ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარებისთვის. მისი გავლენა განსაკუთრებულად შესამჩნევია სამხედრო სფეროში, სადაც ის აქტიური გამოყენების შემთხვევაში მთლიანად ცვლის საომარი მოქმედებების ხასიათს, სამხედრო სტრატეგიის დაგეგმვის მეთოდებსა და მაღალტექნოლოგიური სისტემების მუშაობის პრინციპებს. თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ტრადიციული... Continue Reading →

D-Day

6 ივნისი D დღეა. D-Day: 1944 წლის 6 ივნისის მასშტაბური სადესანტო ოპერაცია და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში. მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ძალების მიერ ნორმანდიის სანაპიროზე ჩატარებული სადესანტო ოპერაცია "ოვერლორდი", ისტორიაში ცნობილია როგორც D-Day. ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსური და მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოკავშირეებმა... Continue Reading →

აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო ძალით აღიდგინა!

აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო ძალით აღიდგინა, ყარაბაღის სეპარატისტულმა რეჟიმმა 2 დღიანი დაბომბვების შემდეგ არსებობა შეწყვიტა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის, ერის და მისი მთავრობის პოლიტიკური წონა და ფასი მათ შეიარაღებაზე არსებული ტანკების, არტილერიის და ავიაციის რაოდენობის პროპორციულია. პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესებს ის განსაზღვრავს ვისაც ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს. აზერბაიჯანისთვის ეს შედეგი მოიტანა 20... Continue Reading →

მსოფლიოს სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ძირითადი მაინიცირებელი ფაქტორები.. როგორ მოვედით აქამდე?

თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, თავდაცვითი მრეწველობის სფეროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები და თავდაცვითი მრეწველობის კომპანიები სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო პოტენციალისა და ეკონომიკური სიძლიერის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.მსოფლიოს სამხედრო მრეწველობაში არსებულ უახლეს ტენდენციებს და ინოვაციურ მიდგომებს წამყვანი სახელმწიფოების თანამედროვე შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი რისკები და  საბრძოლო მოქმედებების დროს წარმოჩენილი ახალი გამოწვევები განაპირობებენ. ომის წარმოების ძირითადი პრინციპები... Continue Reading →

ერთი უბედური ღრუსული ტანკის ისტორია…

რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული Т-80УМ-2 ტიპის ტანკის ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც კანტემიროვის მე-4 სატანკო დივიზიას ჰყავდა 2022 წლის მარტში სუმის ოლქში განადგურდა. ეს პრაქტიკულად Т-80У-ს ყველაზე ნატანჯი მოდიფიკაცია იყო, რომელზეც ექსპერტიმენტის სახით საბჭოთა აქტიური დაცვის სისტემა Дрозд იყო დამონტაჟებული. 90-იანი წლების კრიზისის პერიოდში 1995 წელს საცდელ-ექსპერიმენტული მოდიფიკაცია Т-80УМ-2 ომსკის სატანკო ქარხანამ შეიმშავა. სტანდარტული Т-80У-ს ბაზაზე შემუშავებულ... Continue Reading →

რას წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის სისტემა?

საჰაერო თავდაცვის სისტემის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. საჰაერო თავდაცვის სისტემა: დანიშნულება ისტორია განვითარება თანამედროვე ტენდენციები საჰაერო თავდაცვა როგორც ერთიანი კომპლექსური სისტემა. . საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმოადგენს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის განუყოფელ და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. . სისტემის პირდაპირი დანიშნულებაა ქვეყნის საჰაერო სუვერენიტეტის კონტროლი და დაცვა. . სისტემა სტანდარტულად შედგება პასიური და აქტიური კომპონენტებისგან. - პასიური... Continue Reading →

100 წელი ბრძოლის ველზე

2016 წლის 15 სექტემბერს ზუსტად 100 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც პირველ მსოფლიო ომში, 1916 წლის 15 სექტემბერს ბრიტანულმა ჯარებმა მდინარე სომასთან გამართულ ბრძოლაში კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენეს საბრძოლო ტექნიკის უახლესი სახეობა ტანკი … ბრძოლის დაწყებამდე  ბრიტანული ჯარების შეიარაღებაში 49 ერთეული Mark I ტიპის ტანკი იყო, აქედან ფრონტის ხაზამდე მიღწევა და ფრონტის 5 კმ სიღრმეზე გარღვევა... Continue Reading →

ქართველები სვასტიკიანი დროშის ქვეშ

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს დიდ მსხვერპლთან ერთად უდიდესი ტექნოლოგიური ნახტომი მოუტანა. საქართველოსთვის, როგორც საბჭოთა რესპუბლიკისთვის ეს ომი 1941 წლის 22 ივნისის დაიწყო, როცა გერმანული ვერმახტის 149 სატანკო და ქვეითი დივიზიისგან შემდგარმა სახმელეთო დაჯგუფებამ აღმოსავლეთის ფრონტზე რამდენიმე მიმართულებიდან შეუტია საბჭოთა კავშირის საზღვრებს. ჯერ კიდევ 1940 წლის დეკემბერში,... Continue Reading →

2008 წლის ომში დაღუპული ქართველი სამხედროების სახელობითი სია

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სულ: 170ოფიცერი: 23კაპრალ/სერჟანტი: 136რიგითი: 1რეზერვისტი: 9სამოქალაქო პირი: 1 1. კაპიტან-ლეიტენანტი ჭიტაძე თეიმურაზ თამაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები2. კაპრალი დათუაშვილი ზვიად რევაზის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები3. კაპრალი ფიჩხაია თემურ გოგის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები4. კაპრალი ღვინჯილია გიორგი ნუგზარის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები5. კაპრალი ბარბაქაძე ზვიად ზურაბის ძე - სამხედრო საზღვაო-ძალები6. კაპიტანი ბალხამიშვილი ალბერტ უშანგის ძე - სამხედრო-საჰაერო... Continue Reading →

Blog at WordPress.com.

Up ↑